8 ოქტომბერს არჩევნების პარალელურად შესაძლოა რეფერენდუმიც ჩატარდეს. ამ ინციატივით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გედევან ფოფხაძე გამოდის.
მისი თქმით, საკონსტიტუციო განხილვების დროს, რომელიც ოჯახის განსაზღვრებასთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს, მოსახლეობაში ეს სურვილი გამოიკვეთა. ინიციატივის მხარდაჭერის შემთხვევაში, ამომრჩევლებს მოუწევთ პასუხი გასცენ, სურთ თუ არა, რომ კონსტიტუციაში ოჯახის ერთობის განმარტების შესახებ ჩანაწერი გაჩნდეს.
„ქორწინება არის მამაკაცისა და ქალის ნებაყოფლობითი კავშირი, ეს ფორმულირება კონსტიტუციაში უნდა აისახოს. თუმცა, გამოითქმება აზრი, რომ შეიძალება ამ საკითხზე უპრიანი იყოს საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარება, ძალიან ბევრი მოქალაქე ამას ხაზს უსვამს. არ იქნება ურიგო, რომ ეს გამოკითხვა არჩევნებს დავუკავშიროთ“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






