ლიტვა მხარს უჭერს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესის სათანადო ასახვას
პოლიტიკა - 09:53, 07 Apr, 2016     1070

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით ლიტვის რესპუბლიკაში იმყოფება.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პირველი შეხვედრა ლიტველ კოლეგასთან გამართა. მიხეილ ჯანელიძემ და ლინას ლინკევიჩუსმა ხაზი გაუსვევს ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულდა პარტნიორულ ურთიერთობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ლიტვას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანიკურიარჩევანის ურყევი მხარდაჭერისთვის.

მინისტრებმა აღნიშნეს ბოლო პერიოდში ორმხრივი თანამშრომლობის მზარდი დინამიკა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ვაჭრობა, განათლება და კულტურა. კმაყოფილება გამოთქვეს, რომსაქართველო-ლიტვას შორის სავაჭრო ბრუნვის დინამიკა ყოველ წელს იზრდება. ისაუბრეს ეკონომიკური თანამშრომლობის მომავალ პოტენციალზეც.

განსაკუთრებით აღნიშნეს განათლების მიმართულებით ლიტვის მთავრობის მხარდაჭერა. მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ლიტვურ მხარეს უმაღლესი განათლების პროგრამისთვის,რომლის ფარგლებშიც ლიტვაში რამდენიმე ათეული ქართველი სტუდენტი სწავლობს.

შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი. ლინას ლინკევიჩუსმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ამ მიმართულებით ლიტვის მხარდაჭერადა ხაზი გაუსვა ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. მისი განცხადებით, საქართველო იმსახურებს მალე მიიღოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა.ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ვიზალიიბერალიზაციის პროცესი მიმდნარე წლის ზაფხულში წარმატებით დასრულდება. ლინას ლინკევიჩუსმა მხარდაჭერა აღუთქვათბილისს ნატოში ინტეგრაციის გზაზეც. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პროგრესი სათანადოდ აისახება 2016 წლის ნატოს ვარშავის სამიტზე.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონში შექმნილ მდგომარეობას, მათ შორის, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტურ ზონაში სიტუაციის ბოლოდროინდელ ესკალაციას. მხარეებმა აღნიშნეს რეგიონშიმშვიდობის უზრნველყოფის მნიშვნელობა.

მინისტრებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე. ლიტვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიოტრიულიმთლიანობის მხარდაჭერა.

მინისტრები მიესალმნენ ლიტვა-საქართველოს შორის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის ფორმატის არსებობას და კმაყოფილება გამოთქვეს, რომ კომისიის მორიგი სხდომავილნიუსში, სწორედ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხელ ჯანელიძის ვიზიტის ფარგლებში გაიმართება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლიტვის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფაგლებში 2016 წლის 6-7 აპრილს შეხვედრებს გამართავს ასევე ლიტვის საკანონმდებლო დააღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. დაგეგმილია მინისტრის საჯარო გამოსვლა ვილნიუსის უნივერსიტეტში თემაზე - „საქართველოს ევროპული გზა“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42