მმართველი გუნდი ამ საქმეში პოლიტიკურ მოტივს ვერ ხედავს.
გია ჟორჟოლიანის თქმით - „ის, რომ სისტემურ დანაშაულს ქონდა ადგილი ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს, ეჭვს არ იწვევს არც ქართულ საზოგადოებაში და არც სასამართლოში, მე მგონია, რომ რამე დეტალებია გასარკვევი, ეს დეტალები გაირკვევა“.
კეზერაშვილის საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ საპარლამენტო ოპოზიციაში.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, რომ - „დავით კეზერაშვილს და მის მეგობრებს საკუთარ ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს პრობლემა აქვთ, რადგან მათ წინააღმდეგ საქმე იყო პოლიტიკურად მოტივირებული “- განაცხადა მაჭავარიანმა.
"თავისუფალი დემოკრატები" ამ საქმეს ხელისუფლებას საკმაო მტკიცებულებების, არქონით ხსნის და აღნიშნავენ, რომ სხვა შემთხვევაში, ინგლისის თუ სხვა ევროპული სასამართლო ამას გაითვალისწინებდა.
„ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ პროკურატურის პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია ძალიან შორს დგას ამ ხელისუფლების წარმატებასთან,“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






