დაუწესდება თუ არა ტაქსებს გადასახადი- თბილისის მერიის განცხადება
პოლიტიკა - 17:59, 06 Apr, 2016     2606
თბილისის მერია ტაქსების მომსახურების დარეგულირებასთან დაკავშირებით მედიაში გავრცლებულ ინფორმაციას განცხადებით პასუხობს:

"თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დედაქალაქში ტაქსების მომსახურების სერვისის გაუმჯობესებისა და დახვეწის მიზნით სამუშაო დოკუმენტის შექმნასთან დაკავშირებით, ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან არასწორად იქნა ინტერპრეტირებული, კერძოდ, ვრცელდება ინფორმაცია, თითქოსდა, თბილისის მერია აღნიშნულ სფეროში გარკვეული გადასახადების დაწესებას გეგმავს.

გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ტაქსების მძღოლებისა და ტაქსის სერვისის მიმწოდებელი კომპანიებისთვის დედაქალაქის მერიის მხრიდან რაიმე სახის გადასახადის დაწესების საკითხი არ განიხილება, ამასთან, ამჟამად მიმდინარეობს მხოლოდ სამუშაო დოკუმენტის ფორმირება, რომლის მიზანიცაა, საზოგადოების მოთხოვნის შესაბამისად, მოქალაქეებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების სერვისის შექმნა.

სამუშაო დოკუმენტი, თავის მხრივ, მოიცავს ავტომანქანების ტექნიკური გამართულობის ნაწილსა და მძღოლების კომპეტენციის დადგენის შესაძლებლობების გზებს, ამასთან, ვითვალისწინებთ რა, რომ ტაქსების მძღოლებისათვის აღნიშნული საქმიანობა, ხშირად, შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს, საკითხის გარკვეულ რეგულაციაში მოქცევისას, მათი ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.

მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, ნუ მოახდენენ თემის არასწორ ინტერპრეტაციას, რათა საზოგადოება არ იქნას შეცდომაში შეყვანილი."- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42