წყლის რესურსების ინტეგრირებულ მართვაზე, ეროვნული პოლიტიკური დიალოგის საკოორდინაციო კომიტეტის შეხვედრა გაიმართა
პოლიტიკა - 16:09, 06 Apr, 2016     993
სასტუმრო „ამბასადორში“, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ფარგლებში, წყლის რესურსების ინტეგრირებულ მართვაზე, ეროვნული პოლიტიკური დიალოგის საკოორდინაციო კომიტეტის შეხვედრა გაიმართა. კონფერენციის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ მიმართა.

საქართველოში ეროვნული პოლიტიკური დიალოგის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს „ტრანსსასაზღვრო წყალსადინარებისა და საერთაშორისო ტბების გამოყენებისა და დაცვის შესახებ“ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის კონვენციასთან დაკავშირებულ სამუშაო პროგრამების შესრულებას.

ასევე, “2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის” დოკუმენტით გათვალისწინებული მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევა და ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება ქვეყანაში, როგორიცაა: წყლის კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან, მეზობელ ქვეყნებთან ორმხვრივი თანამშრომლობის გაძლიერება და წყლის რესურსების სააუზო მართვის მიდგომების დანერგვა.

შეხვედრაზე წყლის კანონმდებლობის განვითარების პროცესი; წყლის ახალი კანონქვემდებარე აქტების კონცეფცია; - გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის „წყალი და ჯანმრთელობის შესახებ” ოქმთან დაკავშირებული საკითხები; ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის განვითარება და ეროვნული პოლიტიკური დიალოგის მე-2 ეტაპის პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრის ფარგლებში, „საერთაშორისო მდინარეთა აუზების გარემოსდაცვითი პროგრამა“ ევროკავშირის პროექტის ეროვნული საკოორდინაციო საბჭოს სესია გაიმართა.

კონფერენციაში მონაწილეობა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის, საქართველოს სხვადასხვა სამინისტროების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და წყლის რესურსების მართვის სფეროში საქართველოში მიმდინარე საერთაშორისო პროექტების წარმომადგენლებმა მიიღეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42