პრევენცია თუ ხმებზე ნადირობა პოლიციელების გამოყენებით-ლანჩხუთში პირადობის ნომრებზე ნადირობა დაიწყო
პოლიტიკა - 15:39, 06 Apr, 2016     3701
გურიის მხარის სოფლის მოსახლეობას შსს-ს წარმომადგენლები ოჯახებში ამოწმებენ და პირადი მონაცემები მიაქვთ

როგორც "გურიის მოამბეს" ლანჩხუთიდან აცნობეს, ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა სოფლებში პოლიციის თანამშრომლები ოჯახებში დადიან და თითოეული წევრის მონაცემებს იწერენ.

პოლიციის ფორმაში ჩაცმული ორი მამაკაცი ანკეტას იმ მონაცემების მიხედვით ავსებს, რაც პირადობის დამადასტურებელ მოწმობებშია მითითებული, იწერენ პირად ნომრებს და მიდიან-

გვიყვება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ერთ ერთი მცხოვრები.

ეს ინფორმაცია „გურიის მოამბეს“ ლანჩხუთის სხვა სოფლებშიც ადგილობრივებმა დაუდასტურეს.

"ორი ფორმაში ჩაცმული მამაკაცი, ასე 35-40 წლამდე შემოდიოდნენ, იწერდნენ სახელს, გვარს, გვეკითხებოდნენ რამდენი ვცხოვრობთ, შვილები სად არიან ჩაწერილები, მერე გვართმევდნენ იმათ ნომრებს, იწერდნენ ჩვენს პირად ნომრებს და მიდიოდნენ. გვეუბნებოდნენ, რომ ამას პოლიციის დავალებით აკეთებდნენ. მეტი არაფერი. ჩემს მეუღლეს ის კი ჰკითხეს ბოლოს, თოფი თუ გაქვს და გაფორმებულიო. მეტი არაფერი“-გვითხრა ადგილობრივმა ლ. მურვანიძემ.

სოფლის მოსახლეობა ჩვენთან სატელეფონო საუბარში პოლიციელთა მასიური შემოწმებების შესახებ საუბრობს:

მურვანიძის მეზობლად მცხოვრები მ. მაჭავარიანი გვეუბნება, რომ მის უბანში, რკინიგზის მიმდებარე ტერიტიორიაზე ყველა ოჯახში იმყოფებოდნენ და იწერდნენ მცხოვრებელთა პირად მონაცემებს - „პირადობაში რა სახელი და გვარი გვეწერა, პირადი ნომერი და მიდიოდნენ. არ გვიკითხავს ამას რა მიზანი ჰქოდა, რადგან პოლიციიდან იყვნენ და ფორმებიც ეცვათ“-იხსენებს მაჭავარიანი.

„ადრე დადიოდნენ წინასაარჩევნოდ სხვადასხვა ორგანიზაციებიდან, სტატსიტიკის სამსახურიდან და იწერდნენ ამ ყველაფერს, ახლა უშუალოდ პოლიციიდან იყვნენ, სხვას ვერაფერს გეტყვით“-გვეუბნება ქალბატონი სოფელ სუფსიდან.

მოსახლობის გარკვეული ნაწილი ჩვენთან საუბარში ამას წინასაარჩევნო პერიოდისთვის დაწყებულ სამზადისს უკავშირებს და ამბობს, რომ ხმებზე ნადირობა დაიწყო.

"გურიის მოამბე" აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ მოსახლეობის აღწერა ნამდვილად მოხდა და ამას აკეთებდნენ პოლიციელები, თუმცა ეტაპობრივად ეს ყოველთვის ხდება და პრევენციულ ხასიათს ატარებს, ახალი წევრი არის თუ არა ოჯახში, ვინ არის და ა.შ

"გურიის მოამბემ" გაარკვია ისიც, რომ ბოლო წლების განმავლობაში პოლიციის წარმომადგენელთა მიერ ოჯახების აღწერა არასოდეს მომხდარა, იყო გარკვეული საეჭვო შემთხვევები, რასაც არკვევდა უბნის რწუნებული და ისიც მიღებული კონკრეტული ინფორმაციის საფუძველზე.

რაც შეეხება მოქალაქეთა აღწერას, ამას სტატისტიკის სამსახური აწარმოებს და მის თანამშრომლებს სახელმწიფო ანაზღაურებას ბიუჯეტიდან ოფიციალურად უხდის.

აღნიშნულთან დაკავშირებით აქვთ თუ არა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლიციის მხრიდან მასიურად ხდება მოსახლეობის პირადი მონაცემების ჩაწერა, რა მიზანს ემსახურება ეს და არსებობს თუ არა ამის მაგალითები თუნდაც წინა ხელისუფლების დროს, "გურიის მოამბე" ლანჩხუთში, ოპოზიციური პარტიის ლიდერებს დაუკავშირდა.

ვახტანგ ზენაიშვილი, "თავისუფალი დემოკრატების" ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი: "პოლიციის ასეთი "მოღვაწეობის" შესახებ მეც მსმენია. არ არის გამორიცხული, რომ ყოველივე ეს დაკავშირებული იყოს არჩევნებთან, ხმების უკანონო მიტაცებასთან, თუმცა რა მიზნითაც არ უნდა აკეთებდნენ, თუნდაც ეს იყოს დამნაშავეობასთან ბრძოლის მოტივით, თუნდაც ეს იყოს რომელიმე "კანონით" ,თუ შიდა ბრძანებით გამაგრებული, მათი ქმედება უსამართლოა. საბჭოური სურნელი ასდის. არ შეიძლება საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა, იმავე საზოგადოების წევრების ფუნდამენტური, ხელშეუვალი უფლებებს უგულვებელყოფის ხარჯზე. მოუსმინეთ "ოცნების" საპარლამენტო და სამთავრობო წარმომადგენლებს, რა "სიბრძნე" ამოსდით პირიდან: ავკრძალოთ, რეგულაციები დავუწესოთ, შევზღუდოთ და ა.შ. ქართული ოცნება რეინკარნირებული კომპარტიაა და აქედანაა პოლიციის აღნიშნული ქმედებაც"

კახა ასკურავა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, საკრებულოს დეპუტატი: "შსს-ს პასუხი, რომ პოლიციელები იყვნენ შესულები ოჯახებში პრევენციის მიზნით, არის ბუნდოვანი და გაუგებარი თუ არა აბსურდული, რადგანაც პოლიციელი

როდესაც შედის ოჯახში(კერძო საკუთრებაში), მითუმეტეს გამოკითხვის მიზნით, ის ვალდებულია თავისი სტატუსის, უფლებისა და კონკრეტული გამოკითხვის თაობაზე ინფორმაცია გააცნოს ოჯახს. წინა ხელისუფლების დროს ოჯახებში პრევენციის მიზნით შესვლა და კანონის ფარგლებში გარკვეულ კითხვარებზე პასუხების მიღება ევალებოდა უბნის რწმუნებულებს.რიგითი პოლიციელის ოჯახში შესვლა კანონის მიხედვით უნდა ხდებოდეს კონკრეტული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე. რადგანაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში პოლიციელები და არა უბნის რწმუნებულები იყვნენ შესულები არა ოჯახში არამედ ოჯახებში და იქ აწარმოეს ჩვენთვის დაუდგენელი და გაურკვეველი ტიპის გამოკითხვები , ასევე ამოიწერეს და წაიღეს ოჯახის წევრების პირადობის ნომრები.

ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი გვიჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ამ ქმედებებს პოლიციის მხრიდან კავშირი აქვს უკვე გამოცხადებულ საარჩევნო პროცესთან, რაც მიგვანიშნებს პოლიციის პოლიტიკურ პროცესებში აქტიური ჩართულობის შესაძლებლობასთან, მით უმეტეს მოქმედი ხელისუფლების დაბალი რეიტინგის პორობებში.

ველოდებით შსს-დან უფრო მკაფიო განმარტებებს ზემოთ აღნიშნულ საკითხზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ვარაუდი იქნება დადასტურებული, მოსახლეობას კი მოვუწოდებთ, რომ ნებისმიერი ასეთი შემთხვევის დროს მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია მიზანის, მიზეზის და კონკრეტული ღონისძიების შესახებ..

ნონა მურვანიძე, "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" საკრებულოს დეპუტატი: "ადრე მსმენია მსგვავსი რამ, წინა ხელისუფლების დროს, მაგრამ იქ ყველა ოჯახში არ ხდებოდა შემოწმება, მხოლოდ იქ მიდიოდნენ უბნის რწმუნებულები, სადაც იყო რარაც პრობლემა. ეს სიტუაცია ბადებს გარკვეულ ეჭვებს მით უფრო წინასაარჩევნო პერიოდში".

თეა იოსელიანი - გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42