საქართველოს საპარლამენტო არჩევნების თარიღის დანიშვნასთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში კომენტარი კეთდება. დავით ბაქრაძის განცხადებით, ხელისულება საზოაგდოებისა და პოლიტიკური პარტიების მოტყუებას ცდილობს:
„დღევანდელი გადაწყვეტილებით, ის რომ ქვეყანაში დადგება 8 ოქტომბერი, უნდა გავიგოთ 8 აგვისტოს, ეს არის მორიგი აბსურდი, რომეშიც „ქართული ოცნება“ ცდილობს შეიყვანოს ჩვენი საზოგადოება, მაგრამ მინდა მკაფიოდ ვუთხრა, რაც არ უნდა ფოკუსები მოიფიქრონ, რაც არ უნდა გადაწყვიტონ, რა სისულელეც არ უნდა გამოაქვეყნონ, ნებისმიერ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს წააგებს, ამიტომ ვურჩევ, თავი დაანებონ ასეთი ტიპის ფოკუსებს, ხალხის და პოლიტიკური პარტიების მოტყუებას და ნორმალურ, თანაბარ, მშვიდ არჩევნებში გადააბარონ ხელისუფლება მომავალ გამარჯვებულს, რომელიც დარწმუნებული ვარ, იქნება „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






