"ნახევრად ხუმრობით გეტყვით: რჩევნების თარიღის გადაწევა ალბათ ყველას გვაწყობდა, ცოტა მეტ ხელფასს ავიღებდით - თქვა თემის კომენტირებისას დეპუტატმა.
"ნახევრად ხუმრობით ვიტყვი: თარიღის ცოტა იქით გადაწევა, ალბათ, ყველას გვაწყობდა. გარანტირებული მოხვედრა მომავალ პარლამენტში არავის გვაქვს ერთი-ორი კაცის გარდა, გამომდინარე აქედან, ცოტა მეტ ხელფასს ავიღებდით. ასე რომ, ამ კუთხით შეიძლება ოპოზიციას დავეთანხმო, რომ ცოტა იქით გადაწევა ჯობდა - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
მისივე თქმით, "ერთ-ორ გარანტირებულ ადამიანს" შორის თავად არ არის და არც ის იცის, მოხვდება თუ არა "ქართული ოცნების" სიაში.
თამაზ მეჭიაურის განცხადებით, საარჩევნო სიის შედგენა ფასეულობების მიხედვით უნდა მოხდეს. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის საკადრო პოლიტიკამ "ყოველთვის არ გაამართლა".
"მე უფრო მეტი ვალი მქონდა იმ კაცთან, მაქვს და მექნება, ვინც იმ სიაში შემიყვანა. ეს ნორმალური არ არის, ამიტომ ვამბობ, რომ მანდატი ყველას უნდა ჰქონდეს არა ვინმეს ხათრით, არამედ მისი დამსახურებებით", - აღნიშნა მეჭიაურმა.
მასალის გამოყენების პირობები






