ონლაინ-კრედიტების აკრძალვის მოთხოვნით 8 აპრილიდან ხელმოწერებს რეგიონებშიც შეაგროვებენ
პოლიტიკა - 13:28, 06 Apr, 2016     3024
ლეონიდ ჩერნოვეცკი პოლიტიკური მოძრაობა „ბედნიერი საქართველოსთვის“ აქტივისტების მიერ ონლაინ–კრედიტების აკრძალვის შესახებ მიმდინარეობას ეხმაურება და მოქალაქეებს მოუწოდებს მის ინიციატივას შეუერთდნენ:

„ჩვენ უკვე 20 000 მოქალაქის ხელმოწერა შევაგროვეთ, რომლებიც საქართველოში ბანდიტური ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციების დახურვის მომხრენი არიან!

როგორც მარტში განვაცხადე ჩემმა პოლიტიკურმა ძალამ “ბედნიერი საქართველოსთვის” ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციების დახურვის მოწოდებით უკვე ერთი კვირაა რაც მთელი თბილისის მასშტაბით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. შეგროვების პროცესი ძალიან ნაყოფიერად მიდის, მიხარია რომ მოქალაქეები გულგრილად არ მიუდგნენ ამ საქმეს.

ხელმოწერის პროცესში მონაწილეობას იღებს ყველა: დაწყებული ახალგაზრდებიდან დამთავრებული პენსიონერებით. აბსოლუტურად ყველა, ვისაც რეგისტრაციის გასავლელად თუნდაც 5 წუთი დრო აქვს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ პრობლემა ყოველ მეორე მოქალაქეს ეხება. ჩემი მიზანიც სწორედ ეს არის - გადავწყვიტო პრობლემები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს გააჩნიათ.

შემდეგი კვირიდან ხელმოწერების შეგროვება გაგრძელდება ქვეყნის სხვა რეგიონებშიც და უფრო მეტი ძალისხმევით.ყველას დიდ მადლობას გიხდით ამისთვის! ჩვენ შევაგროვებთ 500,000 ხელმოწერას და დავხურავთ ონლაინ-საკრედიტო ორგანიზაციებს! 8 აპრილიდან დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას აჭარაში, კერძოდ, ბათუმსა და ქობულეთში. შემდეგ კი გავაგრძელებთ ქუთაისში, ზუგდიდსა და სენაკში. მომავალ კვირას მოგაწვდით დაწვრილებით ინფორმაციას!

თუ ჩემი გვერდის რომელიმე მკითხველს აქვს შესაძლებლობა ჩაერთოს ამ კეთილშობილურ აქციაში, შეგიძლიათ მომწეროთ პირადი შეტყობინება თქვენი ტელეფონის ნომერის მითითებით. ჩემი გუნდის წარმომადგენლები ერთი სამუშაო დღის განმავლობაში დაგიკავშირდებიან და აგიხსნიან შემდეგ ნაბიჯებს. ჩემი გუნდი, ისევე როგორც პირადად მე მადლიერი ვიქნებით ყველა იმ ადამიანის, ვინც ამ საკითხის მიმართ არ დარჩება გულგრილი!“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42