"მე სხვა პრობლემა უფრო მაწუხებს, როდესაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს ხელისუფლებასთან, საარჩევნო რეფორმებზე, მის ძირეულ ცვლილებებზე, რომელიც კონსტიტუციაში რიგი ნორმების შეცვლას ითვალისწინებს არჩევნების თარიღის გამოცხადება შეიძლება ჩავთვალოთ ერთგვარ გზავნილად, რომ ხელისუფლება საარჩევნო კანონპროექტის ცვლილებას არ გეგმავს"- განაცხადა ქარდავამ.
,,ნიუპოსტის" კითხვაზე, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში რამდენად მოესწრება ინტერპარტიული ჯგუფის მოთხოვნების განხორციელება, ბაჩუკი ქარდავამ აღნიშნა:
"ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდა ბოლო თარიღზე - 15 აპრილამდე უნდა მორჩეს საარჩევნო საკითხზე მოლაპარაკება მმართველ ძალასთან. ამ ეტაპზე მე ამ მოლაპარაკებას დასრულებულად არ მოვიხსენიებ. დარჩენილია ერთი შეხვედრა, სადაც ხელისუფლებამ მათი პოზიცია უნდა დააფიქსიროს, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პირი რომელიც ხელისუფლების მხრიდან მოლაპარაკების მაგიდასთან იჯდა დღეს კოალიციის წევრი არ არის, არც უმრავლესობას წარმოადგენს. თუმცა ამ საკითხზე პასუხისმგებლობას "ქართული ოცნება" ვერ გაექცევა"- აღნიშნა მან.
ბაჩუკი ქარდავამ მმართველ ძალასთან მოლაპარაკების პარალელურად თარიღის გამოცხადებაზეც გააკეთა კომენტარი.
"თუ 15 აპრილამდე უმდა დასრულებულიყო მოლაპარაკებები რატომ გამოაცხადეს არჩევნების თარიღი გუშინ და რატომ გადაწყდა ადრეული შემოდგომა. ბევრი ამბობს, რომ გადაწყვეტილება მეორე ტურთან არის დაკავშირებული, თუცა აქვე გეტყვით, რომ ეს მეორე ტურს ხელს ვერ შეუშლის. გასაგებია, რომ ხელისუფლება ყველაფრის საკუთარ თავზე მორგებას ცდილობს, მათ შორის არჩევნების თარიღს, თუმცა მან მოახერხა ამის გაკეთება ისე, რომ კონსტიტუცია არ დაურღვევია"- განმარტა ბაჩუკი ქარდავამ.
ედპ-ს ლიდერმა საპარლამენტო არჩევნებზე არასაპარლამენტო ოპოზიციის შანსებზეც ისაუბრა. მისი თქმით, კონსოლიდირებულ ოპოზიციას წარმატების მაღალი შანსი აქვს, თუმცა ქარდავამ იქვე განმარტა, რომ საარჩევნოდ ოპოზიციური კოალიციის შექმნა ამ ეტაპზე არ განიხილება.
"ის საკითხები რომელსაც ჩვენ ვლობირებთ, კავშირში არ არის რომელიმე პოლიტიკური სუბიეატის საარჩევნო გეგმებზე. ეს პირველ რიგში საქართველოს შანსია. ჩვენ მიერ შემუშავებული საარჩევნო ცვლილებები, იძლევა საშულებას, რომ არჩევნების ლეგიტიმაციას პრობლემა არ შეექმნას. რაც შეეხება არასაპარლამენტო ოპოზიციის შანსებს, ჩემი აზრით კოსოლიდირებულ პოლიტიკურ ძალებს შანსები აქვთ ამ არჩევნებზე წარმატებას მიაღწიონ. ჩვენ ვცდილობთ ამ მიმართულებით ვიმუშავოთ, თუმცა საარჩევნოდ ოპოზიციური კოალიციის შექმნა ამ ეტაპზე არ განიხილება, თუმცა ვნახოთ, არც გამორიცხვა იქნება სწორი" - დასძინა ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






