"არასაპარლამენტო ოპოზიციის სამუშაო ჯგუფის დღის წესრიგი არ შეცვლილა, ჩვენი მოთხოვნა, რომელიც საარჩევნო სისტემას შეეხება არავითარ კავშირში არ არის არჩევნების თარიღთან"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" კაციტაძემ.
მისი თქმით, თარიღთან დაკავშირებით მოცემულობა შექმნილია და ამ საკითხის დრამატიზება მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
"დარჩენილ მოკლე დროში, ჩვენი ამოცანაა საარჩევნო სისტემა შევცვალოთ. არჩევნები, რომ ოქტომბერში უნდა ჩატარებულიყო ეს არავისთვის იყო უცხო. მეორე თემაა, როგორია ჩემი მოსაზრება, როდის უნდა ჩატარებულიყო არჩევნები. თუმცა ამის წარმოჩენა კატასტროფად ვფიქრობ, რომ ჩვენივე საარჩევნო კამპანიას დააზარალებს. თარიღზე ჩემთვის, რომ ვინმეს ეკითხა ალბათ სხვა რჩევას მივცემდი, თუმცა მოკლებული ვარ პრეზიდენტისთვის რჩევის მიცემას. ვისურვებდი, რომ თარიღზე მსუბუქი კონსულტაცია, გამართულიყო პოლიტიკურ პარტიებთან, ეს ურიგო არ იქნებოდა"- აღნიშნა მამუკა კაციტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






