,,ენერგო-პრო ჯორჯია”-ს თანამშრომლებმა ,,რიონჰესი”-ს არხის მიმდებარედ, მუხის ნერგები დარგეს. 120 ძირი მუხა დაირგო მუხნარის ტყის იმ მონაკვეთზე, სადაც ხეების დიდი ნაწილი დაზიანებული და გამხმარი იყო. კომპანიის ინიციატივით, პირველ რიგში გამწვანდა ის ტერიტორია, რომელიც ამ კუთხით განსაკუთრებით საჭიროებდა ყურადღების მიქცევას. სხვა მიმდინარე პროექტებთან ერთად, ენერგო-პრო ჯორჯიასთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი საკითხები;
მუხნარის ტყის გამწვანების პროექტზე აქტიურად მუშაობდა ენერგო-პრო ჯორჯიას ეკოლოგი, რომელმაც შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან ერთად, კლიმატური პირობების გათვალისწინებით, შეარჩია დარგვის პერიოდი და ხეების სახეობა.
„ქართული მუხის ხის ენდემური სახეობა შეირჩა მუხნარის ტყის კლიმატური პირობებისა და ნიადაგის გათვალისწინებით. აღნიშნული აქციით, ჩვენ მცირე წვლილს შევიტანთ მუხნარის ტყეში მუხის ხეების შენარჩუნებისთვის, რადგან ზოგადად მუხა შეტანილია წითელ წიგნში.“ - განაცხადა ენერგო-პრო ჯორჯიას ეკოლოგმა მარიამ მჭედლიშვილმა.
გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღეს ენერგო-პრო ჯორჯიას დასავლეთ ცენტრალური ფილიალის და რიონჰესის თანამშრომლებმა. კომპანია მომავალშიც განაგრძობს მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას.
მასალის გამოყენების პირობები






