“ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას“ - პროექტის მეორე ეტაპი დაიწყო
პოლიტიკა - 11:54, 06 Apr, 2016     1432

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით მიმდინარე პროექტის „ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას“ მეორე ეტაპის პრეზენტაცია დღეს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით სოფლის ბიბლიოთეკების ინტერნეტითა და კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვას. პროექტის მეორე ეტაპზე ბიბლიოთეკარების გადამზადება და ტრენინგებიც იგეგმება.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი დაესწრო და მოწვეულ სტუმრებს, რომელთა შორის საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ბიბლიოთეკარები იყვნენ, სიტყვით მიმართა.

„ პირველ რიგში მინდა საქართველოს პრეზიდენტის სახელით გადმოგცეთ მადლობა თანამშრომლობისათვის. მინდა ასევე მადლობა გადავუხადო საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციას, სწორედ მათთან თანამშრომლობით ჩვენ შევძელით შარშან 50-მდე ბიბლიოთეკის აღჭურვა შესაბამისი ტექნიკით, ინვენტარითა და ინტერნეტით. განსაკუთრებით მოხარულები ვართ, რომ ამ პროექტით „აირექსი“ დაინტერესდა და მოგვეცა შესაძლებლობა ამ თანამშრომლობით კიდევ უფრო წარმატებით განვახორციელოთ პროექტი, რომელიც საქართველოს კიდევ 70 სოფლის ბიბლიოთეკის ინტერნეტიზაციას გულისხმობს. გისურვებთ წარმატებას და მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხრიდან დახმარება. კახეთში ამ მხრივ ძალიან წარმატებული მაგალითი გვქონდა და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს დანარჩენ რეგიონებშიც ასეთივე მხარდაჭერა ექნება ამ პროექტს“,- აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42