არასაპარლამენტო ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. მათი განცხადებით, მმართველმა გუნდმა გადაწყვეტილება თავის სასარგებლოდ მიიღო. მათი განცხადებით, თარიღი სხვა პოლიტიკურ პარტიებთან შეთანხმებითაც უნდა დასახელებულიყო.
„ამ თარიღის განსაზღვრამ დაგვანახა, თუ რა დამოკიდებულება აქვს ნებისმიერ რეფორმასთან დღევანდელ ხელისუფლებას, ოპოზიციური პარტიები არასახარბიელო მდგომარეობაში იქნებიან, თარიღის განსაზღვრის შემთხვევაშიც ხელისუფლებამ თავის სასარგებლოდ შეარჩია თარიღი, მაგრამ მე უფრო სხვა კუთხით შევხედავ ამ პრობლემას, მაშინ, როდესაც საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირებაზე არის საუბარი, მით უფრო, როცა ასეთი მოლაპარაკებები დაწყებულია ხელისუფლებასთან, ჩემთვის ცოტა გაუგებარია თარიღის დანიშვნა“, - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






