საქართველოს პრემიერ-მინისტრი საპარლამენტო არჩევნების თარიღის ნორმატიულ აქტს მთავრობასთან განიხილავს. ამისათვის კანონის შესაბამისად, 10 დღეა გათვალისწინებული. რის შემდეგაც, დოკუმენტს პრემიერი ხელს მოაწერს. როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, დოკუმენტი დღეს უნდა გადაეგზავნოს. გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნების 8 ოქტომბერს გამართვის შესახებ, პრემიერის ხელმოწერის შემდეგ შედის ძალაში.
„პროცედურა გულისხმობს იმას, რომ არა უგვიანეს 10 დღისა სამართლიანი აქტის გამოცემიდან, აღნიშნული აქტი გადაეცემა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც საქართველოს მთავრობასთან განიხილავს აღნიშნულ სამართლებრივ აქტს და დასტურის შემთხვევაში არა უგვიანეს 10 დღისა ნიშნავს არჩევნების თარიღს. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება სამართლებრივი აქტი შესული კანონიერ ძალაში“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






