არჩევნები იქნება მთავარი საკითხი, რაზეც ისაუბრებენ კვირის ბოლოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები, კიდევ ერთი განსახილველი საკითხი კოალიციაში არსებული მდგომარეობა იქნება. ფრაქციის სხდომის გამართვის შესახებ, პრეზიდენტის მიერ არჩევნების თარიღის დასახელების შემდეგ გახდა ცნობილი, 8 ოქტომბრისათვის მზადებას სხვა პოლიტიკური პარტიებიც იწყებენ.
„მოსალოდნელი იყო, რომ არჩევნები ოქტომბერში დაინიშნებოდა და კონკრეტული თარიღი არ ვიცოდით, ვინაიდან ორი უმაღლესი დონის წარმომადგენელი შეთანხმდა, კვირიკაშვილის პრემიერობა პოზიტიური დეტალებით დაიწყო, ვფიქრობ, რომ იგი ჩვენი მხარდამჭერების გამაერთიანებელი იქნება. ყველა ფრაქციამ უნდა შეაჯეროს პოზიციები, ვინაიდან სამუშაო ბევრი გვაქვს, თამაშის წესებზე უნდა შევთანხმდეთ, ბევრი საკითხი დავიწყეთ ერთად და ბევრი საკითხი უნდა მივიყვანოთ ბოლომდე, მიუხედავად იმისა კოალიციაში ვრჩებით უმრავლესობით, თუ ვრჩებით პოლიტიკურ მოკავშირეებად“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






