„დღეს განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე პროცესები, მათ შორის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ასევე პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტი და ზოგადად რეგიონში არსებული სიტუაცია“- განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მიხეილ ჯანელიძის თქმით საქართველს ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე პროგრესი აქვს და ვარშავის სამიტისგან სწორედ ამ პროგრესის დაფიქსირების მოლოდინია.
„ჩვენ ვახორციელებთ ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც არის ინტეგრაციის გზაზე ჩვენი წინსვლის მანიშნებელი. ასევე ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ ამაღლდეს საქართველოს თავდაცვისუნარიანობა და ვარშავის სამიტზეც ჩვენ მოველით, რომ ეს პროგრესი რომელიც გვაქვს დაფიქსირდება კიდევ ერთხელ და გადაიდგმება ნაბიჯები, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს საქართველოს თავდაცვისუნარიანობა“- განაცხადა ჯანელიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე , იქნება თუ არა ვარშავის სამიტის დროს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი კვლავ თინათინ ხიდაშელი, მინისტრმა არ უპასუხა. ჯანელიძის თქმით აღნიშნული კითხვის ადრესატი ის არაა.
მასალის გამოყენების პირობები






