თბილისის მერიასა და „შავი ზღვის უნივერსიტეტს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
პოლიტიკა - 19:06, 05 Apr, 2016     1211
თბილისის მერიასა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის (IBSU) ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და უნივერსიტეტის რექტორმა ილიას ჩილოღლუმ მოაწერეს.

ურთიერთანამშრომლობის მიზანია, მერიის მხარდაჭერით, სრულყოფილად და ეფექტურად განხორციელდეს საგანმანათლებლო პროგრამების - საჯარო ადმინისტრირებისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამების პრაქტიკული მოდული.

ორმხრივი შეთანხმება ითვალისწინებს IBSU-ს სოციალური მიმართულების სტუდენტების პრაქტიკის ხელშეწყობას მერიის საქალაქო სამსახურებსა და მის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებში, ასევე, რაიონულ გამგეობებში. ერთობლივად დაიგეგმება და განხორციელდება ღონისძიებები სტუდენტების საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარებისათვის. თავის მხრივ, უმაღლესი სასწავლებელი მერიის თანამშრომლებს თურქული ენის სასერტიფიკატო კურსების გავლას უსასყიდლოდ, სხვა ენების სასერტიფიკატო კურსების გავლას კი შეღავათიანი პირობებით შესთავაზებს. ასევე, მერიის მასშტაბურ ღონისძიებებს უზრუნველყოფს საკონფერენციო დარბაზითა და სხვა ტექნიკური აღჭურვილობით.

„მემორანდუმის გაფორმების შემდეგ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები შეძლებენ ჩაერთონ ჩვენი სტაჟირების პროგრამაში, რომლის პირველი ეტაპიც ახლა დასრულდა და მალე მეორე ეტაპს გამოვაცხადებთ. ისინი შეავსებენ განაცხადს და ჩაერთვებიან ამ პროგრამაში. გარდა ამისა, სტუდენტებისთვის ჩავატარებთ საგანმანათლებლო ლექციებს. მინდა აღვნიშნო, რომ მათთვის საინტერესოა მერიის სისტემა. განსაკუთრებით, საჯარო ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტებისათვის“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42