აპც "გირჩი" 16 აპრილს ფილარმონიაში ყრილობას გამართავს
პოლიტიკა - 17:39, 05 Apr, 2016     1243
ახალი პოლიტიკური ცენტრის გირჩის ყრილობა 16 მარტს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით მოვიდა დრო, რომ ახალი პოლიტიკური ცენტრი პარტიად იქცეს. მისი თქმით პარტია ძირითადად ფოკუსირებული იქნება ეკონომიკურ პრობლემებზე, რადგან სწორედ ეკონომიკური პრობლემებია ქვეყნის მთავარი გამოწვევა.

„ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ მთავრობამ ფლანგოს რაც შეიძლება ცოტა ფული და ეკონომიკას მიეცეს საშუალება სწრაფად განვითარდეს. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ქვეყანაში გაუქმდეს სავალდებულო სამხედრო სამსახური და სახელმწიფო არ აიძულებდეს ახალგაზრდებს დაკარგონ თავიანთი ცხოვრების ერთი წელი სრულიად უაზროდ და უშინაარსოდ და ამ ქვეყანაში ახალგაზრდებმა არ იცხოვრონ მუდმივ შიშში, რომ ვიღაცა ხელს მოკიდებს და წაიყვანს და სადღაც ყარაულად დააყენებს. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ნარკოტიკების მოხმარების გამო ადამიანებს ციხეში აღარ სვამდნენ. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ მიწა დაუკანონდეთ მის ტრადიციულ მფლობელებს და ადამიანებს არ ჰქოდეთ იმის შიში, რომ ერთ დღეს სახელმწიფო მათ მიწას ჩამოართმევს.“- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ახალი პარტიის ლიდერი თავად ზურაბ ჯაფარიძე იქნება. ახალი პოლიტიკური ცენტრი არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად გეგმავს და ამ ეტაპზე კოალიციურ გაერთიანებას არ განიხილავს, თუმცა თანამშრომლობისთვის მზადყოფნას აცხადებს.

„ვისაც სჯერა, რომ ჩვენი შვილებისთვის უკეთესი მომავალი უნდა დავტოვოთ და ჩვენი შვილები იმსახურებენ უკეთეს შესაძლებლობებს, შანსს, რომ იცხოვრონ თანამედროვე, განვითარებულ ქვეყანაში, მობრძანდით ყველა ერთად ფილარმონიაში 16 აპრილს 15:00 საათზე. ყველამ ერთად დავაფუძნოთ ახალი პოლიტიკური ცენტრი და საბოლოო ჯამში, წელს, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ყველამ ერთად ვიბრძოლოთ ამ ქვეყნის და ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის“- აღნიშნა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩის“ დამფუძნებლები ზურაბ ჯაფარიძე, გოგა ხაჩიძე, პავლე კუბლაშვილი და გიორგი მელაძე არიან, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ხაჩიძე, კუბლაშვილი და მელაძე აღარ აპირებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42