"ყოფილი პრემიერები არ იქნებიან სიაში" - ჩუგოშვილი და ღარიბაშვილი პარლამენტის სპიკერობას უმიზნებენ
პოლიტიკა - 15:12, 05 Apr, 2016     2541
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ყრილობა 14 მაისს გაიმართება. როგორც ცნობილია ყრილობაზე აირჩევა პარტიის თავმჯდომარე და დამტკიცდება პარტიის პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობა.

"პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ყრილობას წარედგინება გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა", - აცხადებენ პარტიაში.

ამ საკითხთან დაკავშირებით, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავთ საგანელიძე აცხადებს, რომ "ძალიან სწორია, რომ გიორგი კვირიკაშვილი არის სიის პირველი ნომერი".

მისი თქმით პარტიას განახლება სჭირდება.

"საჭიროა ახალი სახეები. ის განვლილი პერიოდი და წლები, რომლებიც მე პარლამენტში გავატარე, ალბათ საკმარისია იმისთვის, რომ ახალი თაობა მოვიდეს, ახალი სახეები, ახალი ცოდნით და შესაბამისად არ ვთვლი საჭიროდ და არც შემიცვლია აზრი, რომ მე მომავალ პარლამენტში აღარ ვიყო. გიორგი კვირიკაშვილი, ახალგაზრდა ადამიანი, ძალიან სწორია, რომ არის სიის პირველი ნომერი“ - განაცხადა დავით საგანელიძემ თემის კომენტირებისას.

ჟურნალისტები კი ამ დრომდე სვავენ კითხვას ვინ შეიძლება მოხვდეს მმართველი გუნდის შემადგენლობაში?

რაც დღეს გაირკვა ის არის, რომ სიაში ყოფილი პრემიერები არ იქნებიან.

„ყოფილი პრემიერები არ იქნება სიაში, ყოველშემთხვევაში მათი სურვილი ასეთია," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძის განცხადებით კი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კომპეტენტური და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანია.

მინისტრი ამ თვისებების გათვალისწინებით ამბობს, რომ კვირიკაშვილი კარგი ლიდერი იქნება.

„თუკი ბატონი გიორგი კვირიკაშვილი იქნება პარტიის ლიდერი, ეს იქნება ძალიან კარგი, რადგან ის არის ძალიან კომპეტენტური, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი და კარგად ხედავს იმ პრიორიტეტებს, რისი მიდევნების შემთხვევაში შეიძლება ქვეყანა კარგად განვითარდეს. მხოლოდ მივესალმები, თუკი ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა თამარ სანიკიძემ.

ჟურნალისტებმა მინისტრს კითხრეს, კაქვს თუ არა ინფორმაცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის შესახებ, რაზეც თამარ სანიკიძემ აღნიშნა, რომ მას ასეთი ინფორმაცია არ აქვს.

განათლების მინისტრმა ასევე არ იცის, თუ ვინ განიხილება პარლამენტის მომავალი თავმჯდომარის პოსტზე.

მედიაში კი ამ პოსტზე ორი პირი განიხილება ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, "ოცნების" საარჩევნო სიაში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე" თამარ ჩუგოშვილი იქნება. მეტიც ის პარლამენტის ახალი სპიკერი იქნება.

ჩუგოშვილმა არასამთავრობო სექტორიდან მთავრობაში 2012 წლის არჩევნების შენდეგ გადაინაცვლა და ბიძინა ივანიშვილის მრჩევლად დაინიშნა, შემდეგ ლონდონში სასწავლებლად გაემგზავრა.

გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის სპიკერობას ივანიშვილის კურთხვით უმიზნებს ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილიც.

"ნიუპოსტი" თამარ ჩუგოშვილთან დაკავშირებას დილიდან ცდილობს, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. საარჩევნო სიის ფორმირებაზე და შესაძლო კანდიოდატებზე არაფერს ამბობენ თავად "ქართულ ოცნებაშიც".

გია ხუხაშვილისთვი ღარიბაშვილის პოლიტიკურ მომავალს საერთოდ ვერ ხედავს.

"ჩემთვის ღარიბაშვილის ქართულ ოცნებაში ყოფნა აბსოლუტურად არასერიოზული თემაა. კაცი იყო პარტიის თავმჯდომარე, თავისი კარიერის პიკზე იყო და რა სტატუსით, რანაირად უნდა დაბრუნდეს? მესმის რომ პოლიტიკაში ყველაფერი ხდება, მაგრამ სისულელესაც თავისი საზღვარი აქვს. ამ თემის წამოწევით ვიღაცას ჭიქაში ქარიშხალის დატრიალება სურს"- განუცხადა ხუხაშვილმა "ნიუპოსტს".

კითხვაზე ზოგადად რა შანსები აქვს ირაკლი ღარიბაშვილს დამოუკიდებელ პოლიტიკოსად ჩამოყალიბებაში ექსპერტმა ეს ვარიანტიც გამორიცხა.

"ღარიბაშვილზე წარსულშიც არ ვიყავი მაღალი აზრის, მის მომავალსაც ვერ ვხედავ"- აღნიშნა ხუხაშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42