ოთარ დანელიას მოწვევით საქართველოში არაბული ფონდების ხელმძღვანელი პირები იმყოფებიან
პოლიტიკა - 11:32, 05 Apr, 2016     1084
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას პირადი მოწვევით საქართველოში მსხვილი არაბული ფონდების ხელმძღვანელი პირები იმყოფებიან.

საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგში საინვესტიციო პოტენციალს არაბეთის ეკონომიკური განვითარების ქუვეითის სახელმწიფოს ფონდის ევროპისა და ცენტრალურიი აზიის გენერალური დირექტორი, არაბთა საკოორდინაციო ფონდის, რომელიც საუდის არაბეთის, ქუვეითის, აბუდაბისა და კატარის სახელმწიფოების ფონდებისგან შედგება და ოპეკის საერთაშორისო განვითარების ფონდის (OFID) წარმომადგენლები ადგილზე ეცნობიან.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ოთარ დანელიამ სტუმრებს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები, მიმდინარე პროექტები, აგრარული დარგის საექსპორტო პოტენციალი და საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო.

მინისტრის განცხადებით, არაბული ფონდების წარმომადგენლები დეტალურად შეისწავლიან საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს.

„დელეგაციის წევრებისთვის პრიორიტეტული სოფლის მეურნეობის კუთხით ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებია, თუმცა ინტერესს ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული და სავაჭრო მიმართულებებითაც გამოხატავენ. იმედი გვაქვს, აღნიშნულ უმსხვილეს ფონდებთან მნიშვნელოვანი პროექტებით გავაგრძელებთ თანამშრომლობას და ფორმატი იქნება გრძელვადიანი და მასშტაბური“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

„დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო იყო იმ თვალსაზრისით, რომ დღეს ჩვენ გვქონდა პატივი შევხვედროდით საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს. განვიხილეთ საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობები. ვგეგმავთ არაერთი პროექტის განხორციელებას, მათ შორის, საირიგაციო და ენერგეტიკული მიმართულებებით“, - განაცხადა ქუვეითის ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის გენერალურმა დირექტორმა, იუსეფ ალ ბადერმა.

როგორც შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ახლო აღმოსავლეთის ჩრდილოეთ აფრიკის და ევროპის მიმართულების პროგრამების დირექტორმა, ხალიდა ბუზარიმ აღნიშნა, ფონდის მიზანია ისეთი ამბიციური პროექტების განხორციელება, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოში ინოვაციური იდეების პილოტირებასა და კონკურენტიანობის ზრდას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.

დელეგაციის წევრები იმ საერთაშორისო უმსხვილესი ფონდების ხელმძღვანელები არიან, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ინვესტიციებს, საგრანტო პროგრამებს (ტექნიკური, ეკონომიკური და ფინანსური კვლევების მიზნით) საერთაშორისო და რეგიონული განვითარების საფინანსო ინსტიტუტების კაპიტალით უზრუნველყოფის ღონისძიებებს ახორციელებენ. ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისა და სიღარიბის დაძლევის მიზნით, აღნიშნული ფონდები მსოფლიოს მასშტაბით ხელს უწყობენ აუცილებელი ინფრასტრუქტურის მშენებლობას, სოციალური მომსახურების გაძლიერებას და პროდუქტიულობის, კონკურენტუნარიანობისა და ვაჭრობის ზრდას.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროების წარმომადგენლებს შეხვდებიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42