დღეს, ირაკლი ალასანია, ზურაბ აბაშიძესთან, გიორგი ცაგარეიშვილთან და პარტიის ჩუღურეთის რაიონის ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან ერთად ჩუღურეთში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ.
ლონდონის სკვერში შეხვედრაზე, სადაც ორასამდე პარტიის მხარდამჭერი იყო შეკრებილი, ლიდერებმა მოქალაქეებს დეტალურად გააცნეს ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ საარჩევნო პროგრამის ძირითადი პრიორიტეტები.
ჩუღურეთის რაიონში მცხოვრებთათვის, ისევე, როგორც საქართველოს მოქალაქეთა უმეტესობისთვის უმუშევრობა მთავარი პრობლემაა. მაცხოვრებლები ასევე წუხან მოხსნილ სოციალურ დახმარებებზე, ავარიული შენობებზე, მეწყერული ზონებზე და მოსაწესრიგებელ გზებზე. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერებმა შეხვედრაზე ადგილობრივებს პრობლემების მოგვარების ხედვა შესთავაზეს და სისტემაში გასატარებელი რეფორმები განიხილეს. ლიდერებმა დეტალურად ისაუბრეს სოციალურად დაუცველების პრობლემებზე, ეკონომიკურ კრიზისზე და საბანკო სესხებით დატვირთულ მოსახლეობაზე.
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ მაცხოვრებლებს გააცნო ახალი ინიციატივა, რომელიც უიმედო ვალების ჩამოჭრა/ჩამოწერას ითვალისწინებს, კანონპროექტი პარლამენტში დავით ონოფრიშვილმა წარადგინა. კიდევ ერთი კანონპროექტი, რომელიც ირაკლი ალასანიამ მოსახლეობას გააცნო, ბანკებში გადასახდელი სესხის პროცენტის დაბეგვრისგან გათავისუფლებაა, "თავისუფალი დემოკრატების" ინიციატივით, მოსახლეობის იმ ნაწილს, ვისაც იპოთეკური სესხი აქვს, საპროცენტო ხარჯი 20%-ით შეუმცირდება.
მასალის გამოყენების პირობები






