სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და თბილისის მერიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
პოლიტიკა - 14:53, 04 Apr, 2016     931

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში, უწყებები პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში აღრიცხვაზე მყოფ მსჯავრდებულთა ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთების რეალიზაციის, პირობით მსჯავრდებულთა დასაქმების, არასაპატიმრო სასჯელის - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ეფექტიანი აღსრულების მიმართულებით ითანამშრომლებენ.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილის განცხადებით, მსჯავრდებულებისა და პრობაციონერების დასაქმება სასჯელაღსრულების სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. მსგავსი ტიპის თანამშრომლობა და მემორანდუმები კი, უწყებას ამ მიმართულებით წამოწყებული ნოვაციების განხორციელებაში დაეხმარება.

„მემორანდუმი, რომელიც დღეს გავაფორმეთ, მსჯავრდებულების და პრობაციონერების დასაქმების კუთხით ურთიერთთანამშრომლობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, მერია დახმარებას გაგვიწევს თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში არსებულ ორ საწარმოში შექმნილი პროდუქციის რეალიზაციის კუთხით. გარდა ამისა, მერიას უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი აქვს - გამწვანება, მშენებლობა და სხვა. როგორც მერმა აღნიშნა, ყველა სათანადო ღონისძიება განხორციელდება იმისთვის, რომ ამ პროექტებზე დასაქმდნენ პრობაციონერები, ასევე, მსჯავრდებულები დაწესებულებებში, პარლამენტმა უკვე მეორე მოსმენით მიიღო კანონი, რომლის ფარგლებში, მსჯავრდებულებს, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებში იმყოფებიან, ინდივიდუალური ხელშეკრულებების საფუძველზე სამუშაოების შესრულების უფლება ექნებათ“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, მერია ხელს შეუწყობს პრობაციონერების აქტიურ ჩართვას საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან და სასარგებლო საქმეებში.

„მაქსიმალურად მჭიდროდ ვითანამშრომლებთ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან, რათა ერთად გავაკეთოთ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საქმეები, ეს იქნება პრობაციონერების დასაქმება, დაწესებულებებში ნაწარმოები პროდუქციის რეალიზაცია და სხვა მიმართულებები, რათა ორივე მხარისთვის სასარგებლო შედეგი მივიღოთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თანამშრომლობის ფარგლებში, დაგეგმილია თბილისში რეგისტრირებულ მსჯავრდებულთა ჩართვა მერიის მიერ განხორციელებულ პროექტებსა და ღონისძიებებში და მათი რესოციალიზაციის ხელშეწყობა. მხარეები შემეცნებითი ხასიათის ტრენინგების, სემინარების დაგეგმვა-განხორციელებასაც უზრუნველყოფენ.

მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა. ამ მიზნით სამინისტრო არაერთ პროექტს ახორციელებს, მათ შორის დაგეგმილია ე.წ ონლაინ მაღაზიის შექმნა, სადაც პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა მიერ დამზადებული ნივთები გაიყიდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42