,,ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელსაც ხალხი ხმას აძლევს იმისათვის, რომ სურს კარგად იცხოვროს, ისეთ ცოდნასა და გამოცდილებას უნდა ფლობდეს, რომლის დასტურიც არა ფუჭი სიტყვები, არამედ თავისი განვლილი ცხოვრება იქნება!
ყოველთვის ვამბობ, ადამიანები იყოფიან ორ კატეგორიად, თეორეტიკოსებად და პრაქტიკოსებად. სანამ თეორეტიკოსები ხსნიან თუ “როგორ” რეალიზდება იდეა, პრაქტიკოსები 24 საათი მუშაობენ და ეს იდეები სისრულეში მოყავთ… ეს ყველაფერი მარტივია!
მე შევქმენი და დიდი ხნის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი ეროვნული მასშტაბის ბანკს, რომლის შტატიც 12 000 ადამიანს შეადგენდა, ასევე ვხელმძღვანელობდი 5 მილიონიან ქალაქ კიევს, სადაც რაოდენობრივად უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს ვიდრე მთელს საქართველოში.
თუ რისი გაკეთება შევძელი კიევის მერის თანამდებობაზე, ამის შესახებ მოგახსენებთ! დაწვრილებითი ინფორმაცია კი, შეგიძლიათ ჩემს პერსონალურ საიტზე იხილოთ https://chernovetskiy.ge/mayor/projects/ .
1. ჩემი მმართველობის პირველივე წელს ქალაქის ბიუჯეტი ხუთჯერ გავზარდე და წელიწადში, 1 მილიარდი დოლარიდან 5 მილიარდ დოლარამდე ავიყვანე!
2. უკრაინაში მიწის აუქციონები ჩავატარე, რომლებმაც ქვეყანას მილიარდობით გრივნის მოგება მოუტანა.
3. პირველად უკრაინის ისტორიაში ბიუჯეტის უზარმაზარი ზრდის ხარჯზე დავიწყე პენსიებზე დაახლოებით 25 დოლარიანი დანამატის გადახდა (თითქმის 600 ათასი ადამიანისთვის). ანუ დაახლოებით 15 000 000 დოლარს ყოველთვიური დოტაციების სახით გავცემდი. ასევე შემოვიტანე მუდმივი დოტაციები დედაქალაქის პედაგოგებისა და სამედიცინო სფეროს მუშაკებისათვის.
4. მოვახდინე კიევის ყველა იატაკქვეშა კაზინოს ლიკვიდირება.
5. გავაუქმე უამრავი ბიუჯეტგარეშე ფონდი, რადგან თავისი არსით ქურდული ფონდები იყო, ხოლო წამგებიანი კომუნალური საწარმოების უმრავლესობა გავყიდე.
6. კიეველებთან ურთიერთობის დასამყარებლად შევქმენი პირდაპირი ხაზი ქოლ-ცენტრის სახით. დღეში საშუალოდ 11 ათასი მოქალაქის მიმართვას ვიღებდი, რომლებსაც პირადად განვიხილავდი და მათ მოგვარებას რაიონული ადმინისტრაციების უფროსებს ვავალებდი.
7. ყოველკვირეულად ვსაუბრებოდი კიეველებთან ტელეგადაცემის „მერის საათის“ ფარგლებში, სადაც მათ კითხვებს ვპასუხობდი და ყველა პრობლემას ღიად ვაგვარებდი.
8. ქალაქის მმართველობაში ჩინოვნიკების ძველი კადრები კი არ დავასაქმე, არამედ შესანიშნავი განათლების მქონე ახალგაზრდები მოვიზიდე.
საქართველო ჩემი ბედისწერაა! მე აქ მსურს ვიცხოვრო და ვიცხოვრებ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. გავაკეთებ ყველაფერს, იმისათვის რომ ყოველი თქვენგანისთვის სამშობლო კომფორტული საცხოვრებელი ადგილი ყოფილიყოს! მე ზუსტად ვიცი ეს როგორ გავაკეთო!
ბედნიერი საქართველოსთვის!“ -წერს ჩერნოვეცკი.
მასალის გამოყენების პირობები






