გადაწყვეტილების დეტალებზე პოლიტიკური გაერთიანება ,,ეროვნული ფორუმი“ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:
,,2016 წლის 3 აპრილს მპგ „ეროვნული ფორუმის“ მე-5 რიგგარეშე ყრილობა გაიმართა, რომელზეც განხილულთა შორის ერთ-ერთი მთავარი იყო მომავალ საპარლამენტო არჩევნებში პარტიის მონაწილეობის ფორმის საკითხი.
კოალიცია „ქართული ოცნების“ წინაშე იდგა მთავარი ამოცანა - ,,ნაციონალური მოძრაობის” ხელისულებიდან ჩამოცილება. მიზანი მიღწეულ იქნა ეტაპობრივად საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში კოალიციის გამარჯვებით. ამ საქმეში მპგ „ეროვნულმა ფორუმმა“, კოალიციაში შემავალ სხვა პარტიებთან ერთად და მათთან მჭიდრო თანამშრომლობით მნშვნელოვანი როლი შეასრულა.
გამომდინარე აქედან, მპგ „ეროვნული ფორუმის“ ყრილობამ პარტიის ფუნქცია კოალიციის შემადგენლობაში დღეისათვის ამოწურულად ჩათვალა და გადაწყვიტა:
მპგ „ეროვნულმა ფორუმმა“ პირნათლად შეასრულა კოალიციის წინაშე ნაკისრი ყველა ვალდებულება;
მპგ „ეროვნული ფორუმი“ გადის კოალიცია „ქართული ოცნების“ შემადგენლობიდან და ტოვებს საპარლამენტო უმრავლესობას; მპგ „ეროვნული ფორუმი“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს;
მპგ „ეროვნული ფორუმის“ პოლიტიკური საბჭო, საპარლამენტო ფრაქცია და პარტიის წარმომადგენლობა ადგილობრივ თვითმმართველობებში მაქსიმალურად შეუწყობენ ხელს არსებული ხელისუფლების სტაბილურობის შენარჩუნებას შესაბიმისი ორგანოების მორიგ არჩევნებამდე.
მპგ „ეროვნული ფორუმი“ მადლობას უხდის კოალიციაში შემავალ ყველა პარტიას თანამშრომლობისთვის“ - ნათქვამია ,,ეროვნული ფორუმის“ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






