"ნიუპოსტთან" დეპუტატმა "ქართული ოცნების" სიის ფორმირებაზეც ისაიბრა და აღნიშნა, რომ ამ პროცესში ბიძინა ივანიშვილი მიიღებს მონაწილეობას.
"ქვეყნის მთავარმა პოლიტიკურმა ძალამ განაცხადა, რომ თუ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. ფაქტია, რომ წინასაარჩევნო პროცესი აქტიურად დაიწყო. პარტიებმა კი საკუთარი გადაწყვეტილება მიიღეს მათ გადაწყვეტილებაში გარკვეული ლოგიკა არის"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" უმრავლესობის დეპუტატმა.
მეჭიაური აცხადებს, რომ 2012 წელს მოსახლეობამ ნდობა ბიძინა ივანიშვილს გამოუცხადა და არა კონკრეტულ პარტიებს და ლიდერებს.
"დღეს სხვა მოცემულობა, როცა ვიღაცის მიერ ხელისუფლების უზურპაციის პრობლემა აღარ დგას დღის წესრიგში. ლოგიკურია, რომ უნდა მოხდეს პოლიტიკური ძალების ცალ-ცალკე წარდგენა არჩევნებზე. სასურველია პოლიტიკური ძალები მონათესავე პოლიტიკურ ძალებთან დაწყვილდნენ. ფორუმს ვურჩევდი, რომ იპოვონ ისეთი პოლიტიკური გუნდი, რომელთა დახმარებით გადალახავენ ბარიერს"- უთხრა "ნიუპოსტს" დეპუტატმა.
მეჭიაური არ მალავს, რომ "ქართული ოცნების" დაკომპლექტებაში ბიძინა ივანიშვილმაც შესაძლოა აქტიურად მიიღოს მონაწილეობა.
"ივანიშვილი, რომ მიიღებს მონაწილეობას, რაღაც დონით ეს ფაქტია" - აღნიშნა მან.
კითხვაზე ვიხილავთ თუ არა თამაზ მეჭიაურს "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში, დეპუტატმა აღნიშნა, რომ პარლამენტში მისი ყოფნა "პრობლემა ნამდვილად არ არის".
მასალის გამოყენების პირობები






