„კოალიციის დატოვების მიზეზი გახლავთ საარჩევნო რეჟიმში გადასვლა, ამისათვის „ფორუმს“ სჭირდება გარკვეული დრო, რომ პარტია გადაეწყოს პოლიტიკურადაც და ორგანიზაციულადაც. ჩვენ ვეცადეთ რომ ამისთვის პარტიაც მომზადებულიყო და კოალიციაც მომზადებული ყოფილიყო, რომ ჩვენ ვტოვებთ და გავდივართ დამოუკიდებლად არჩევნებში. ოპოზიცია-ხელისუფლებად როგორ დავლაგდებით სუბიექტები, ეს არჩევნებისთვის იქნება ცხადი, ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური დამოუკიდებლობის შეძენა, რომ პარტიას შესაძლებლობა ქონდეს უკვე გახსნილ რეჟიმში იმავე ფორმატით, რა ფორმატითაც ის კოალიციაში მუშაობდა და აფიქსირებდა თავის პოზიციებს, მაგრამ ეს არ იყო საზოგადოებისათვის ცნობილი, გაიხსნას ეს ფორმატი და საზოგადოებამ და ამომრჩეველმა ნახოს სრული სურათი იმთავითვე, რომ არჩევნებისთვის მზად იყოს და თავისი არჩევანი გააკეთოს. ჩვენი დამოუკიდებლობის ხარისხი რა თქმა უნდა იქნება იმდენად მაღალი, რომ ამავე დროს ჩვენ ხელი არ შევუშალოთ მთავრობის და უმრავლესობის ფუნქციონირებას, ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხში, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებასთან იქნება დაკავშირებული და იმ რეფორმების გატარებასთან, რომელიც საერთო კოალიციურ პროგრამაშია და მასში შესულია ჩვენი პროგრამის ნაწილი, ამ საკითხებში ჩვენი მხარდაჭერა ყოველთვის ექნება უმრავლესობას. ადგილებზე , საკრებულოებში, იქ სადაც შეექმნება საფრთხე ადგილობრივი ხელისუფლების შეცვლისა, ჩვენი წარმომადგენლები მოიქცევიან ისე, რომ არ დაუშვან ეს საფრთხე და არ მოხდეს არც დესტაბილიზაცია და არც პოლიტიკური კრიზისი“- განაცხადა კახა შარტავამ.
მასალის გამოყენების პირობები






