გიორგი მღებრიშვილი ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის შს მინისტრს შეხვდა
პოლიტიკა - 10:57, 04 Apr, 2016     1113

გერმანიაში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ფედერალური მიწების შინაგან საქმეთა მინისტრებთან შეხვედრებს განაგრძობს.

ქალაქ დიუსელდორფში გიორგი მღებრიშვილს ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციულ საკითხთა მინისტრმა ბერნარდ ნებემ უმასპინძლა.

შეხვედრას საქართველოს ელჩი გერმანიაში ლადო ჭანტურია, შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ივანე პაპიაშვილი, შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი შალვა კვინიხიძე და დელეგაციის სხვა წევრები ესწრებოდნენ.

როგორც ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, იგი მიესალმება ქართული მხარის შეთავაზებას ინფორმაციის გაცვლისა და კონკრეტული პროექტების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. „ჩვენ ვიცით, რომ თქვენ ბევრი გააკეთეთ საქართველოში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით. დარწმუნებული ვარ, გერმანიაშიც წარმატებით და ნაყოფიერად ვითანამშრომლებთ“,- აღნიშნა გიორგი მღებრიშვილთან საუბრისას ბერნარდ ნებემ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, გერმანიის ფედერალურ მიწებზე ვიზიტისას, მან გერმანელი კოლეგებისგან დიდი ინფორმაცია მიიღო, რომლის ანალიზი სამოქმედო გეგმის ზუსტად განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა. „მზად ვართ, ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავიდეთ და ერთობლივი, კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ, უპირველეს ყოვლისა, დანაშაულის პრევენციის მიმართულებით. დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, ჩვენ მზად ვართ, მოგაწოდოთ საჭირო ცნობები. თუ ინფორმაციით ვიქნებით შეიარაღებული, ყოველთვის დამნაშავეებზე ერთი ნაბიჯით წინ ვიდგებით“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

შეხვედრაზე საქართველოს მოქალაქეების მიერ გერმანიაში ჩადენილი დანაშაულის შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მათ მიერ განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, საერთო ჯამში, რაოდენობრივად ბევრი არ არის, თუმცა, ეს მაინც გარკვეულ პრობლემებს ქმნის. გერმანულმა მხარემ კიდევ ერთხელ ხაზგასმით გამოხატა საკუთარი პოზიცია, რომ საქართველოში არავის დევნიან. საქართველოს მოქალაქეები კი გერმანიაში თავშესაფრის მიღების ხანგრძლივ პროცედურას არაკეთილისინდისიერი მიზნებისთვის იყენებენ. შესაბამისად, ამ პრობლემასთან გასამკლავებლად საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა.

გიორგი მღებრიშვილი და ბერნარდ ნებე სამუშო ჯგუფის შექმნის თაობაზე შეთანხმდნენ, რაც ოპერატულ-ტექნიკურ დონეზე თანამშრომლობის გაღრმავებას და კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების ერთობლივად გამოძიებას გულისხმობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42