საქართველოში ნატო-ს კვირეული მიმდინარეობს. კვირეულის ფარგლებში გამართულ ფორუმზე საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, დავით ბაქრაძემ, ვარშავის ნატო-ს სამიტზე კომენტარი გააკეთა:
„მიმდინარე წლის ივლისში ვარშავაში ნატო-ს სამიტი გაიმართება, რომლის დღის წესრიგშიც სხვა აქტუალურ საკითხებთან ერთად საქართველოს თემატიკაც შედის, ჩვენი ქვეყანა სამიტისგან პროგრესის აღიარებას ელოდება, როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული მიმართულებით“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ნატო-ს კვირეული, რომელიც საქართველოში მეცხრედ მიმდინარეობს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. ღონისძიებას ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილისა და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეები, ასევე საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც ესწრებიან.
მასალის გამოყენების პირობები






