უმრავლესობამ ოზურგეთის მოსახლეობას ოჯახის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილება წარუდგინა
პოლიტიკა - 13:14, 03 Apr, 2016     1241

დღეს ქალაქ ოზურგეთში პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მანანა კობახიძემ, პარლამენტის წევრებმა გიორგი ვოლსკიმ და გიორგი გაჩეჩილაძემ, ასევე, საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრმა, რეჟისორმა მერაბ თავაძემ ოზურგეთელებს საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით კანონპროექტი წარმოუდგინეს.

შეხვედრას ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ბეგლარ სიორიძე, გურიის მხარის გუბერნატორის მოადგილეები, საჯარო მოხელეები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლში ცვლილება შედის, რომლის მიხედვით, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი.

როგორც მანანა კობახიძემ შეხვედრაზე განაცხადა, ვინაიდან მთელ რიგ ქვეყნებში კანონის დონეზე დაშვებულია ერთი სქესის მქონე ადამიანთა ქორწინება, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ეჭვობს, რომ იგივე ცვლილებები შიდა კანონმდებლობაშიც განხორციელდება. სახელმწიფოს მხრიდან აღიარებულია სწორედ ქალსა და მამაკაცს შორის ქორწინება და ეს მკაფიოდ უნდა გაიწეროს კონსტიტუციის დონეზე.

,,საკმაოდ საინტერესო შეხვედრა შედგა. ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა, საზოგადოების უმრავლესობა ამ აზრს უჭერს მხარს და დისკუსიაც შესაბამისად წარიმართა“- განაცხადა ქალაქის მერმა, ბეგლარ სიორიძემ.

კანონპროექტის გამოქვეყნებისა და მისი საჯარო განხილვის მიზნით პარლამენტში სპეციალური კომისია შეიქმნა, რომლის წევრებიც საქართველოს მოსახლეობას კანონპროექტის არსს აცნობენ.

აღნიშნული კანონპროექტი დეპუტატთა უმრავლესობის ინიცირებით შეიქმნა და მის მიღებას 113 ხმა სჭირდება. თუ კანონპროექტს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს, ამ შემთხვევაში ქვეყანაში რეფერენდუმი ჩატარდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42