საქართველოს მმართველი გუნდის წევრები მთიან ყარაბაღში სიტუაციის გამწვავებაზე კომენტარს აკეთებენ. ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, დაპირისპირება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყველაზე ნაკლებად საქართველოს ინტერესებში შედის:
„ეს სირიული მოდელი ახლა მთიან ყარაბაღში მიმდინარეობს, ამ ყველაფერს მეზობელი დიდი ქვეყანა აკეთებს, რომელიც ცდილობს მომრიგებლად გამოჩნდეს. ჩვენ ამ შემთხვევაში ძალიან ფრთხილად ვართ. საქართველოს ყველა ხელისუფლებას, დაწყებული ზვიად გამსახურდიადან, გაგრძელებული შევარდნაძით, სააკაშვილით და ახლანდელ ხელისუფლებასაც ძალიან კარგად ესმის, რომ ამ საკითხში იყო საჭირო სიფრთხილე, ჩვენ არასდროს არ დაგვიშვია შეცდომა, არ გადავიხარეთ რომელიმე მხარეს, არ ვაწყენინეთ არცერთ მეზობელს, ბეწვის ხიდზე გავიარეთ და დავდივართ ახლაც. რა თქმა უნდა ეს კონფლიქტი ყველაზე ნაკლებად ჩვენს ინტერესში შედის“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






