საქართველოს ხელისუფლება მზადაა სომხეთსა და აზერბაიჯანს მოლაპარაკებების ადგილად თბილისი შესთავაზოს.
„ძალიან სამწუხარო მოვლენები ხდება. გარდა იმისა, რომ მსხვერპლთან არის ეს დაკავშირებული, არის სამხრეთ კავკასიისთვის, რეგიონის უსაფრთხოებისთვის საგანგებო ვითარება. სწორედ ის დროა, რომ მინსკის ჯგუფი სასწრაფოდ შეიკრიბოს და ეს დაპირისპირება კვლავ მოლაპარაკებების რეჟიმში გადავიდეს. მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს თუ მივიღებთ მხედველობაში, ეს ერთი ცხელი წერტილი კიდევ სერიოზული გამოწვევაა საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის.
ჩვენ შეგვიძლია თბილისი, საქართველო შევთავაზოთ ნებისმიერ ფორმატში მოლაპარაკების ადგილად, ახლა ის დროა, როდესაც მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა საგანგებო გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ. მე ვფიქრობ, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭო ის ადგილია, სადაც ამ თემაზე უნდა დაიწყოს მსჯელობა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






