თეა წულუკიანი - ევროკომისარი საქართველოს კარგი ამბით ეწვია
პოლიტიკა - 18:16, 02 Apr, 2016     1104
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ევროკომისარს მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსს შეხვდა. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა და მას ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე ბარამიძე და გოჩა ლორთქიფანიძე ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს მიერ უვიზო მიმოსვლის გეგმით გათვალისწინებული ვალდებებულების წარმტებით შესრულებას. ევროკომისარმა ამ მიმართულებით იუსტიციის სამინისტროს განსაკუთრებული როლი აღნიშნა. კერძოდ, მიგრაციისა და სამართლის სფეროებში გატარებული რეფორმები, უსაფრთხო, გაუყალებებელ დოკუმენტები, რომელიც კორუფციისგან თავისუფალ გარემოში გაიცემა და სხვა.

ევროკომისარმა აღინიშნა, რომ საქართველომ 2013 წელს მიღებული გეგმა ძალიან მოკლე დროში წარმატებით შეასრულა, რაც საქართველოს მთავრობის დიდი ძალისხმევის შედეგია. ევროკომისრის ინფორმაციით, მომდევნო კვირიდან საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხის განხილვები დაიწყება როგორც ევროპარლამენტში, ასევე ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში.

მან ხაზი გაუსვა, რომ თავის მხრივ აქტიურად გააგრძელებს ამ საკითხზე ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებთან თანამშრომლობას და გააძლიერებს ძალისხმევას, რათა საქართველომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიზნით წევრი ქვეყნებისგან მაქსიმალური მხარდაჭერა მოიპოვოს.

„საქართველომ ბოლო წლების შთამბეჭდავი და სწრაფი რეფორმებით, შექმნა მისაბაძი მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის ევროპულ გზაზე“,- განაცახადა ავრამოპულოსმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით კი, ევროკომისარი საქართველოში კარგი ამბით ჩამოვიდა.

„როცა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახლდათ საგარეო საქმეთა მინისტრი და ჩვენ ერთად ვიყავით ბრიუსელში ევროკომისართან შესახვედრად, მაშინ ბატონმა ავრამოპულოსმა ბრძანა, რომ მაშინ ჩამოვა საქართველოში, როცა ჩვენთვის კარგი ამბები ექნება. დღეს კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკომისარი ნამდვილად კარგი ამბით გვესტუმრა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ევროკომისარი თბილისში 1 აპრილს ჩამოვიდა. დიმიტრის ავრამოპულოსი უკვე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს, პრემიერ-მინისტრს, კათოლიკოს-პატრიარქს და პარლამენტის თავმჯდომარეს. დაგეგმილია შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან.

ევროკომისარი თბილისს 3 აპრილს დატოვებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42