დავით უსუფაშვილი დიმიტრი ავრამოპულოსს შეხვდა
პოლიტიკა - 18:16, 02 Apr, 2016     1061

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ევროკომისარს მიგრაციის საკითხებში, დიმიტრი ავრამოპულოსს შეხვდა.

ევროკომისრის განცხადებით, ის საქართველოსთვის კარგი ამბის ჩამოსატანად - საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში ევროკომისიის ცალსახა მხარდაჭერის დასადასტურებლად ჩამოვიდა. მისივე თქმით, ევროინტეგრაციის პროცესი საქართველოს ისტორიული და სტრატეგიული არჩევანია და ამ არჩევანს მხარს პირადადაც უჭერს. დიმიტრის ავრამოპულოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გასული წლის მანძილზე, საქართველოს პარლამენტმა შთამბეჭდავი სამუშაო გასწია და საკანონმდებლო საქმიანობის მიმართულებით, ყველა ის საჭირო მოთხოვნა შეასრულა, რომელიც მნიშვნელოვანია ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული რეფორმების განხორციელებისთვის.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკომისარს პირადი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო ასეთივე მხარდაჭერას იღებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელისგან, იანოშ ჰერმანისგან. დავით უსუფაშვილმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის პროცესს საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური პარტია მხარს უჭერს.

დიმიტრის ავრამოპულოსის თქმით, მისი უფლებამოსილების სფეროში მიგრაციის საკითხებთან ერთად, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებიც შედის და აღნიშნა, რომ ევროკომისია მზადაა, ჩვენს ქვეყანასთან სხვა მიმართულებებითაც, მათ შორის კიბერდანაშაულთან ბრძოლის საკითხებშიც ითანამშრომლოს, რაც, ევროკომისრის შეფასებით, საქართველოში ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა.

ევროკომისარს მიგრაციის საკითხებში დავით უსუფაშვილთან ერთად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან ბერძენიშვილი შეხვდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42