აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიები ბირთვული ნარჩენების გაყიდვისა და ტრანზიტისთვის გამოიყენება - პრეზიდენტი
პოლიტიკა - 13:06, 02 Apr, 2016     1864
ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კერძოდ კი აფხაზეთში, საბჭოთა დროინდელ რადიოაქტიურ ნარჩენებთან დაკავშირებულ საფრთხეებზე ისაუბრა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ, ვინაიადან აფხაზეთის ტერიტორიაზე არ ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია, ინფორმაციულ თვალსაზრისით, დღეს ქვეყანას არ აქვს წვდომა. თუმცა პრეზიდენტმა ბირთვული ნარჩენების უკანონო ტრანზიტსა და გაყიდვებთან მიმართებაში ხაზი გაუსვა წლების განმავლობაში ჩატარებულ ეფექტურ მუშაობას.

„დღეს ჩვენ ვერ ვადასტურებთ ვერაფერს, რადგან არა გვაქვს არანაირი წვდომა ამ ტერიტორიებზე, მაგრამ ჩვენ ვადასტურებთ შემდეგს, რომ იმ ეფექტური მუშაობიდან, რომელიც ჩვენ გავწიეთ წლების განმავლობაში ბირთვული ნარჩენების უკანონო ტრანზიტისა ან გაყიდვასთან მიმართებაში, ჩვენმა სამართალდამცავებმა 23 შემთხვევა აღმოაჩინა. ეს შემთხვევები მიუთითებს იმას, რომ აფხაზეთის ტერიტორია ისევე, როგორც ცხინვალის ტერიტორია, გამოიყენება უკანონო მასალების ტრანზიტისა თუ გაყიდვისათვის,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ბირთვული უსაფრთხოების სამიტს ასევე 52 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებიან - მათ შორის იაპონიის, ჩინეთის, კორეის, საუდის არაბეთის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, პოლონეთის სახელმწიფოს ლიდერები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების - ინტერპოლის, გაეროს, ევროკავშირის და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლები.

საქართველოს პრეზიდენტი სამიტის ფარგლებში შეხვდა უნგრეთის პრემიერს, პოლონეთის პრეზიდენტს და ევროკავშირის ლიდერებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველომ დონალდ ტუსკისგან და ფედერიკა მოგერინისგან მიიღო მყარი გარანტიები, რომ სავიზო ლიბერალიზაციის პროცესს არანაირი დაბრკოლება არ ექნება.

ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციაში შედიან: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალურ დავალებათა სამსახურის უფროსი არჩილ ფავლენიშვილი და საქართველოს ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42