საქართველოს პრეზიდენტი ვაშინგტონში დონალდ ტუსკს და ფედერიკა მოგერინის შეხვდა
პოლიტიკა - 12:20, 02 Apr, 2016     920

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, აშშ-ი ვიზიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინის შეხვდა.

შეხვედრისას მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილეს, საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობას და ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს.

გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას, კონკრეტულად კი, ტერორისტულ აქტს ბრიუსელში, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან სათანადო რეაგირებას საჭიროებს. საქართველო მხარში უდგას ევროკავშირს და მზადაა გააგრძელოს ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ.

„შეშფოთებული ვარ სწრაფად მზარდ საფრთხეებთან დაკავშირებით. საქართველო, როგორც ევროკავშირის საიმედო პარტნიორი, მოწოდებულია სრულად და საუკეთესო გამოცდილების მიხედვით გამოიყენოს ევროკავშირთან თანამშრომლობის ყველა შესაძლო ინსტრუმენტი, რათა დაუპირისპირდეს ჰიბრიდული ომის ახალ საფრთხეებს, გლობალურ ტერორიზმსა და კიბერ-თავდასხმებს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო მზადაა გააგრძელოს აქტიური მონაწილეობა ევროკავშირის მიერ წარმოებულ კრიზისის მართვის ოპერაციებში და წვლილი შეიტანოს ევროკავშირის გლობალური სტრატეგიის შემუშავების პროცესში.

საქართველოს პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ლტოლვილთა კრიზისი და ტრაგიკული მოვლენები ბრიუსელში უარყოფით ზეგავლენას არ მოახდენს საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგის წარმატებით დასრულებაში.

„ამ კონტექსტში, ჩვენ მოუთმენლად ველით ევროპული საბჭოსა და ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას ევროკომისიის მიერ წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირის წესდებაში შესაბამისი ცვლილების მიღებას. გვჯერა, რომ საქართველოსთვის მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმი იქნება წამახალისებელი მოდელი ევროკავშირის სხვა პარტნიორი ქვეყნებისათვის, და ეს გახდება იმის დემონსტრირება, რომ რეფორმები ხელშესახებია და სახელმწიფოები "მეტი მეტის სანაცვლოდ“ პრინციპის შესაბამისად იმოქმედებენ“, -განაცხადა პრეზიდენტმა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, საქართველო განაგრძობს რუსეთის მიმართ რაციონალურ მიდგომებს, თუმცა პოლიტიკურ დისკუსიებში ძალიან მცირე პროგრესი შეინიშნება. საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკიდურესად შეშფოთებულია რუსეთსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს შორის ე.წ. "ხელშეკრულების" გაფორმების შედეგად უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გამწვავების გამო, ასევე რუსეთის მიერ ე.წ "საზღვრის ნიშნების“ - მავთულხლართების გაბმის პროცესისა და ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციის გამო.

საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შენარჩუნებას და დააფასებს ევროკავშირის მხარდაჭერას მისი მანდატის გაგრძელების შესახებ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42