რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი რომში „ოფიციალური წარმომადგენლობის“ გახსნას გეგმავდა, გუშინ აღნიშნულ საკითხზე იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც მსგავს ქმედებას უარყოფს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ იტალია იზიარებს ევროპისა და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის პოზიციას და არ აღიარებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს.
ამასთანავე დოკუმენტში გამოხატულია იტალიის მხრიდან საქართველოს ერთიანობის სრული მხარდაჭერა, რომლის ნაწილიც სამხრეთ ოსეთი გახლავთ.
შეგახსენებთ, რომ რუსული საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ის ინფორმაციით იტალიაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის „წარმომადგენლობამ“ მუშაობა დაიწყო. სააგენტოს ინფორმაციით ოფიციალურად „წარმომადგენლობის“ გახსნა 2 აპრილს იყო დაგეგმილი. წარმომადგენლობას კი მაურო მურდჟბა უხელმძღვანელებდა.
მასალის გამოყენების პირობები






