არაქართულენოვანი საჯარო სკოლების 700-ზე მეტი პედაგოგი ქართული ენის კურსს გადის
პოლიტიკა - 10:11, 02 Apr, 2016     1278

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი ქვემო ქართლში არაქართულენოვანი მასწავლებლებისთვის განკუთვნილი ქართული ენის კურსის მიმდინარეობას გაეცნო.

ქართული ენის კურსი ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების საჯარო სკოლებში, არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წლის თებერვლიდან დაიწყო და პირველი ეტაპი 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ამჟამად კურსში, კახეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების საჯარო სკოლების 738 პედაგოგია ჩართული. მათგან A1 დონეს 290 მასწავლებელი, ხოლო A2 დონეს 448 პედაგოგი გადის.

ქართული ენის კურსი ეთნიკური უმცირესობით დასახლებული რეგიონების საჯარო სკოლების არაქართულენოვან მასწავლებლებს წელს პირველად შეეთავაზათ. პირველ ეტაპზე განისაზღვრა ქართული ენის ცოდნის დონე, ამის შემდეგ კი კურსის გავლის მსურველი მასწავლებლები განაწილდნენ A1 და A2 დონეებზე.

კურსის განხორციელების მიზანია არაქართულენოვანი მასწავლებლების ქართული ენის ცოდნის დონის გაუმჯობესება, სახელმწიფო ენის სწავლებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა. გარდა ამისა, კურსი ხელს შეუწყობს არაქართულენოვანი მასწავლებლების ჩართულობის გაზრდას და გააქტიურებას მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42