გიორგი მღებრიშვილი ქვემო საქსონიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
პოლიტიკა - 10:09, 02 Apr, 2016     1165

გერმანიაში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ქალაქ ჰანოვერში ქვემო საქსონიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა და სპორტის მინისტრ ბორის პისტორიუსს შეხვდა.

შეხვედრაზე გერმანულმა მხარემ ხაზგასმით პოზიტიურად შეაფასა ის ურთიერთობები, რომელიც ქვემო საქსონიის ფედერალური მიწისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრებს შორის არსებობს, მათ შორის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, არალეგალური მიგრაციისა და რეადმისიის კუთხით.

როგორც ბორის პისტორიუსმა აღნიშნა, გერმანელი და ქართველი სამართალდამცველები ოპერატიულად და წარმატებით თანამშრომლობენ. „ჩვენი ურთიერთობები ნამდვილად სამაგალითოა. თითზე ჩამოსათვლელია იმ ქვეყნების რიცხვი, რომელთანაც ასე ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ. ინფორმაციის გაცვლა და ყველა საჭირო პროცედურა უმოკლეს ვადებში ხორციელდება. მართალია, ქართველების მიერ ჩვენს მიწაზე ჩადენილი დანაშაული სხვა ქვეყნების მოქალაქეების კანონსაწინააღმდეგო ქმედებებთან შედარებით მცირეა, მაგრამ ეს მაინც პრობლემაა, რომელსაც ერთობლივად უნდა ვებრძოლოთ. საქართველოს შს მინისტრის დამოკიდებულებამ, მისმა სიმტკიცემ და სწრაფვამ თანამშრომლობის გაღრმავებისკენ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე. ეს ნათლად ადასტურებს, რომ წარმატებისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგით. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდეს“,- განაცხადა ქვემო საქსონიის ფედერალური მიწის შს მინისტრმა.

გიორგი მღებრიშვილის თქმით, ქართულ-გერმანული რეადმისიის პრაქტიკა, ასევე, ორი ქვეყნის მკაფიო პოზიცია ე.წ. „თავშესაფრის მაძიებლებთან“ მიმართებაში, მნიშვნელოვანი გზავნილია მათთვის, ვინც გერმანიაში არაკეთილსინდისიერი მიზნებით ჩადის. „საქართველოს მოქალაქეების მიერ გერმანიაში ჩადენილი დანაშაული არა მხოლოდ თქვენი, არამედ ჩვენი პრობლემაცაა. ესაა გამოწვევაა, რომელიც დიდ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის სახელსა და იმიჯს. საჭიროა, შევაჯეროთ რეალური ინფორმაცია და გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები. კონკრეტული შედეგების მისაღწევად კი აუცილებელია საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავება - ინტერპოლის, ევროპოლის, პოლიციის ატაშეების, მრავალმხრივი თუ ორმხრივი ურთიერთობების და პირადი კონტაქტების მეშვეობით“, - აღნიშნა საქართველოს შს მინისტრმა.

შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებსა და კონკრეტულ სამოქმედო გეგმებზე იმსჯელეს.

გიორგი მღებრიშვილმა ბორის პისტორიუსი საპასუხო ვიზიტით საქართველოში მიიწვია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42