ოთარ დანელია საუდის არაბეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა
პოლიტიკა - 10:07, 02 Apr, 2016     1058

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია საუდის არაბეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციას შეხვდა, რომელსაც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, დოქტორი ემად ალ დაიჯი ხელმძღვანელობდა.

შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს აგრარული პოტენციალის გაცნობა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო- ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა იყო.

ოთარ დანელიამ დელეგაციის წევრებს 2015-2020 წლების სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები და ექსპორტის პოტენციალის მქონე 21 სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი გააცნო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოდან ხილის, ბოსტნეულის, სასმელი წყლის, თევზის და ცხვრის ექსპორტის საკითხებს. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია საქართველოსთვის პრიორიტეტული საკითხია, შესაბამისად, საუდის არაბეთთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.

,,საუდის არაბეთის გაერთიანებული სამეფო ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზარია. აღნიშნულ ბაზარზე ქართული აგრარული პროდუქციის გატანის ხელშეწყობა ქვეყნის ეკონომიკის და, მათ შორის, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

შეხვედრაზე საუდის არაბეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის წევრებმა საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტი შეაფასეს და სოფლის მეურნეობის მიმართულებით წარმატებული თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ოფისები დაათვალიერეს და მათ საქმიანობას გაეცნენ. ასევე სტუმრობდნენ საქართველოს რეგიონებს, სადაც სადემონსტრაციო ნაკვეთები, საცდელი მეურნეობები, საწარმოები და ფერმები ადგილზე დაათვალიერეს.

სოფლის მეურნოების სამინისტროში გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42