ხარვეზები საოლქო საარჩევნო კომისიების შესარჩევ კონკურსში - საია ცესკო-ს გადაწყვეტილებებს აფასებს
პოლიტიკა - 19:51, 01 Apr, 2016     754
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2015 წლის დეკემბერში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 65 საარჩევნო ოლქში 193 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებულ კონკურს აკვირდებოდა. როგორც საია-ში აცხადებენ, მონიტორინგის მიზანს წარმოადგენდა შეფასება იმისა, დაცული იყო თუ არა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის დებულების მიხედვით განსაზღვრული ობიექტურობის, გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობისა და საჯაროობის პრინციპები. აგრეთვე, რამდენად იყო დაცული კონკურსში მონაწილე პირთა უფლებები და კანონიერი ინტერესები. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, საიამ კონკურსის ჩატარების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესწავლა-ანალიზი, კენჭისყრის სხდომებზე დასწრება და არჩეული კომისიის წევრების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება განახოციელა.

საიას მიერ კონკურსის მარეგულირებელი ნორმების შესწავლა-ანალიზმა ცხადყო, რომ წევრთა შესარჩევი კონკურსის დებულება პრობლემურ ნორმებს შეიცავდა, რადგან გასაუბრების გარეშე, წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება ვერ უზურნველყოფდა კანდიდატის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრას.

„საიას დამკვირვებლები უშუალოდ აკვირდებოდნენ კენჭისყრის სხდომებსა და გადაწვეტილების მიღების პროცედურას. მართალია საოლქო საარჩევნო კომისიების წევრობის კანდიდატებისთვის ხმის მიცემის პროცედურა ღიად და გამჭვირვალედ განხორციელდა, რაც პოზიტიურად უნდა შეფასდეს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დაკვირვების შედეგების მიხედვით, ცესკოს გადაწყვეტილებები საკითხის განხილვის გარეშე იქნა მიღებული. კანდიდატთა შერჩევის პროცედურა ყოველგვარი დისკუსიის, კომისიის წევრებს შორის აზრთა გაცვლა - გამოცვლისა და არგუმენტაციის წარმოდგენის გარეშე წარიმართა. შედეგად, ცესკოს მხრიდან არ მოხდა მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთება და ახსნა იმისა, თუ რა საფუძვლით ეთქვა უარი კონკრეტულ კანდიდატს ან რატომ სჯობდა ერთი კანდიდატი მეორეს. ჩვენი ინფორმაციით, კანდიდატებს, რომლებიც არ შეირჩნენ, არ განემარტათ მათ მიმართ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი” - აცხადებენ საია-ში.

,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადების სრული ტექსტი იხილეთ აქ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42