ქუთაისის მერიამ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" იმერეთის ქუთაისის ორგანიზაციას გაფრთხილება მისცა
"პატრიოტებმა" ადგილობრივი თვითმმართველობისგან სიტყვიერი გაფრთხილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელმა ოფისის ფასადი, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, თვითნებურად წითელი ფერით შეღება.
მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, რომ ნებისმიერი სამშენებლო საკითხი უნდა იყოს შეთანხმებული შესაბამის სამსახურში, მათ შორის ფასადის შეღებვაც.
" ახლა პარტიას მივეცით სიტყვიერი გაფრთხილება იმის შესახებ რომ გადაღებოს სხვა ფერით.თუ რა ფერი იქნება ამის შესახებ შეთანხმება ორშაბათს უნდა მოგვიტანონ", - ამბობს მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ბაქარ ჭეიშვილი.
თუკი პარტიის მიერ არ მოხდება იმ მერის შერჩევა, რომელიც ქალაქის იერსახეს არ დაამახინჯებს შესაბამისი სამსახური 200 ლარით დააჯარიმებს.
მასალის გამოყენების პირობები






