ეკა ბესელია აცხადებს, რომ ებანოიძემ მას მოუბოდიშა.
“ცოტა ზედმეტად გაცხარებული და ჩემთვის არაბუნებრივად გაბრაზებული ჟესტიკულაციით საუბრობდა ამიტომაც იყო ჩემი მხრიდან სუსხიანი რეაქცია. მგონია, რომ უკვე ყველაფერი ამოწურულია იმიტომ, რომ ამოვიდა ამიხსნა და მოიბოდიშა. უეცრად გავიფიქრე, რომ შეიძლება ეს იყო რაღაც პოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე ემოცია" – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ბოდიშის მოხდას უარყოფს ებანოიძე. მისი თქმით, წუხს მხოლოდ იმის გამო რომ სესიაზე მიკროფონის გარეშე ისაუბრა, ხოლო ბოდიშს არაფერზე იხდის.
ებანოიძე აცხადებს, კითხვები ახალი არ იყო და მას მხოლოდ ლოგიკური და სწორი პასუხების მოსმენა სურდა.
“როცა ჩვენ წინასწარი განხილვები გვქონდა ეს კითხვები იქაც დავსვი, უბრალოდ განხილვაზე არ ვიყავი. ეს კითხვები არ იყო ახალი, ეს კითხვა დავსვი და დავაზუსტე მუხლი, პოლიტიკა რა შუაშია 6 წლამდე ბავშვებს ეხება, რა არის ახლა პოლიტიკა. როცა დასვამ კითხვას უნდა გიპასუხოს ავტორმა, როცა არგუმენტები არ გაქვს ადამიანს მერე უკვე ეძებ სხვა არგუმენტებს,“ - განაცხადა ებანოიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






