"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების პროტესტი "ქართული ოცნების" წევრის დავით ლორთქიფანიძის განცხადებამ გამოიწვია: “უგულავას მიერ ასი ბაღის გამგე იქნა ერთი ხელის მოსმით გათავისუფლებული, აქედან მოსული ადამიანები ამას ლაპარაკობდნენ დღეს ჩემი შენ გითხარი, გული მოგიკალიო“.
თავის მხრივ უმცირესობამ მმართველ ძალას წამების კადრების ქუჩებში ჩვენების ფაქტი გაახსენა. დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ეკა ბესელიას მონაწილეობით განხორციელდა.
“ძალიან თვალნათელი მაგალითი არის, რომ ქალბატონ ეკა ბესელიას გამოაქვს აქ კანონი და გვესაუბრება ბავშვის უპირატეს ინტერესებზე, მაშინ როდესაც ის არის ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, რომლის უშუალო მონაწილეობით მოხდა სწორედ ბავშვებისთვის, მათთვის ასაკობრივად მიუღებელი წამების ამსახველი კადრების ჩვენება“ - აღნიშნა თაქთაქიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






