"ფულის კეთბისთვის შექმნილი პროექტი"- შაშკინი ბესელიას მიერ მომზადებულ კანონპროექტს აკრიტიკებს
პოლიტიკა - 18:27, 01 Apr, 2016     1721
სკოლამდელი აღზრდის თემაზე ეკა ბესელიას მიერ მომზადებული კანონპროექტი ხმაურის მიზეზი გახდა. დღევანდელ სესიაზე საბავშვო ბაღების რეფორმასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი დეპუტატებს მეორე მოსმენით, ეკა ბესელიამ გააცნო.

სხდომაზე ერთმანეთს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და ფრაქცია „რესპუბლიკელების“ წევრი ნოდარ ებანოიძე დაუპირისპირდნენ. დეპუტატებს შორის კამათი სწორედ საბავშვო ბაღების რეფორმამ გამოიწვია.

ნოდარ ებანოიძის შენიშვნები პროექტის იმ ნაწილს ეხებოდა, რომელიც ბაღებში ასაკობრივ ჯგუფების შექმნას გულისხმობს.

"ნიუპოსტი" ბესელიას მიერ მომზადებული კანონპროექტის შესახებ განათლებისა და მეცნიერების ყოფილ მინისტრს დიმიტრი შაშკინს ესაუბრა. მისი თქმით, ბესელიას კანონპროექტის მიხედვით გამგეობას მიენიჭება უფლება შეამოწმონ როგორც კერძო ისე სახელმწიფო ბაზები, რაც წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნის თქმით კორუფციის დონეს გაზრდის.

"ის რასაც საზოგადოება უყურებს პარლამენტში ეს არის მარაზმის მწვერვალი.პრინციპში მას შემდეგ რაც ბუსუსებიან პრეზერვატივებზე გაიტანეს სხდომაზე არც არაფერია გასაკვირი ამ უმრავლესობისგან.
მიუხედავად იმისა დღეს სრული შოკი მივიღე, როცა ვნახე, რომ სკოლამდელი განათლების კანონპროექტი გამოაქვს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელია. მათ უნდათ გამგეობებს მიანიჭონ უფლება, საბავშვო ბაღები შეამოწმონ. საუბარია როგორც საჯარო, ისე კერძო ბაღებზე. მოგეხსენებათ, რომ ამ ჩარჩოებში სკოლები მოქცეულები არიან. განათლების სამინისტროში არსებობს დეპარტამენტი, რომლიც ავტორიზაციას ატარებენ კერძო და სახელმწიფო სკოლებს. ეს ხდება იმის გამო რომ სახელმწიფო ვაუჩერები აფინანსებს როგორც კერძო ასევე საჯარო სკოლებს. ანუ სახელმწიფო უზრუნველყოფს თავისი ფულის სწორ ხარჯვას. ჩნდება კითხვა: კერძო ბაღი, რომლებიც არ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, რატომ უნდა ჩაერიოს მის საქმიანობაში სახელმწიფო. მეორე შეკითხვა შეეხება კომპეტენციის საკითხს, იქნებ ვინემ ამიხსნას რა კომპეტენცია აქვს გამოცდებზე ჩაჭრილ, კოკიდან ჩამოსულ გამგეობის ჩინოვნიკს, რომ საბავშვო ბაღს შეუმოწმოს ბავშვის აღზრდისა და განათლების პროგრამა.ამ ლოგიკით გამგეობებს იმის უფლებაც მივცეთ, შეამოწმონ როგორ მუშაობს ფიზიკის ინსტიტუტი"- აღნიშნა შაშკინმა.

განათლების ყოფილი მინისტრი ეჭვობს, რომ კანონპროექტი რომელიც ბესელიამ წარადგინა "ფულის კეთების ახალი სქემაა".

"ჩვენ გვყავს მთავრობა, სოციალიზმისა და ფეოდალიზმის ნარევია. რომელსაც ყველაფრის გაკონტროლება უნდა - დაწყებული ბუსუსებიანი პრეზერვატივით დამთავრებული საბავშვო ბაღებით. ეს კი კეთდება ფულის გასაკეთებლად. განათლების სამინისტროში არის შესაბამისი დეპარტამენტი, პარლამენტსაც ყავს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი, რომელიც ფულს იღებს კანონპროექტების მომზარებაში, მაგრამ პროექტი რატომღაც ეკა ბესელიას გააქვს, რომელსაც შეხება არ აქვს განათლებასთან"- აღნიშნა დიმიტრი შაშკინმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42