როგორც "ნიუპოსტს" დავით დარჩიაშვილმა განუცხადა, ის არ გამორიცხავს, რომ ომბუდსმენის კრიტიკა ხელისუფლებამ "ნაციონალურ მოძრაობას" გადააბრალოს.
"კიდევ ერთხელ გამოჩნდა იმ უბედურების მასშტაბები, რაც ჩვენს ქვეყანას ივანიშვილმა და მისმა გუნდმა დამართა. ხელისუფლების ნაცვლად მისი პაროდია გვაქვს ეს კი აისახება ადამიანებზე, ილახება მათი უფლებები. ეტყობა ომბუდსმენმაც, კი რომელიც არ გამოირჩეოდა დღევანდელი ვითარების სიღრმისეული ანალიზით და თავის მოღვაწეობა წარსულს მიუძღვნა, მანაც კი ვერ დახუჭა მძიმე ვითარებაზე თვალი. უმრავლესობის წევრებს რომლებიც თვლიან, რომ საერთაშორისო კრიტიკა არა მათი დამსახურება არამედ ოპოზიციის კრიტიკული განცხადებების დამსახურებაა თვალი გაახილონ. იმედია ომბუცმენის კრიტიკასაც ჩვენ არ გადმოგვაბრალებენ"- აღნიშნა დარჩიაშვილმა.
სახალხო დამცველის ანგარიშს ეხმაურება გიორგი ვაშაძეც. მისი თქმით, უჩა ნანუაშვილმა იმ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც ბოლო პერიოდში ქვეყანაში პრობლემატურია.
„სახალხო დამცველის დასკვნებში არის ბევრი ის თემა მოხსენიებული, რაც ხდებოდა ბოლო პერიოდში საქართველოში. კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ ვერავინ ვერ დახუჭავს თვალს იმ უკანონობაზე, რაც ხდება საქართველოში დღეს,“-აცხადებს გიორგი ვაშაძე.
მასალის გამოყენების პირობები






