საყდრისისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნა კანონდარღვევით განხორციელდა - უჩა ნანუაშვილი
პოლიტიკა - 15:50, 01 Apr, 2016     1435

საქართველოს სახალხო დამცველმა 2015 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, ომბუდსმენი ასევე მიმოიხილავს სამოქალაქო-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა ფართო სპექტრს. ასევე, ყურადღებას ამახვილებს საანგარიშო პერიოდში ადამიანის უფლებათა სფეროში გამოვლენილ დადებით და უარყოფით ტენდენციებზე და თავს უყრის სახალხო დამცველის მიერ ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მისამართით შემუშავებულ ძირითად უმნიშვნელოვანეს რეკომენდაციებს.

სახალხო დამცველის ანგარიშში პროექტი საყდრისი-ყაჩაღიანის საქმეც მოხვდა:

„საანგარიშო პერიოდში ერთ–ერთ ყველაზე მწვავე საკითხს წარმოადგენდა ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზება. დაბალია მოსახლეობის დროული ინფორმირების და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის ხარისხი ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისა და გადაწყვეტილების მიღებისას, რომლებმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლებაზე. მათ შორის „აჭარისწყალის“, ხუდონის და სხვა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით, ასევე პრობლემური იყო საყდრისის მიმდებარე ტერიტორიაზე წიაღისეულის მოპოვებითი სამუშაოების გავლენა ბუნებრივ გარემოსა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. საყდრისი-ყაჩაღიანის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნის კანონიერების საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სტატუსის მოხსნის თაობაზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილებები მიღებული იქნა მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, რამაც ხელ-ფეხი გაუხსნა კერძო კომპანიის ქმედებებს და დღეს კულტურული მემკვიდრეობის ეს ძეგლი, კერძო ბიზნეს ინტერესების ხარჯზე, განადგურებულია“, - ნათქვამია ნანუაშვილის ანგარიშში.

სახალხო დამცველის სრული ანგარიში იხილეთ აქ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42