საქართველოს სახალხო დამცველმა 2015 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, ომბუდსმენი ასევე მიმოიხილავს სამოქალაქო-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა ფართო სპექტრს. ასევე, ყურადღებას ამახვილებს საანგარიშო პერიოდში ადამიანის უფლებათა სფეროში გამოვლენილ დადებით და უარყოფით ტენდენციებზე და თავს უყრის სახალხო დამცველის მიერ ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მისამართით შემუშავებულ ძირითად უმნიშვნელოვანეს რეკომენდაციებს.
სახალხო დამცველის ანგარიშში პროექტი „პანორამა თბილისისც“ მოხვდა:
„პროექტის „პანორამა თბილისის“ მშენებლობა, მიუხედავად მისი მასშტაბებისა და გავლენისა დედაქალაქში არსებულ გარემოზე, გარდა იმისა, რომ არ საჭიროებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადებას, ასევე, კანონმდებლობის თანახმად, მისი მშენებლობის ნებართვა გაიცა მარტივი ადმინისტრაციული წესით. შესაბამისად, საზოგადოების ჩართულობა მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების თაობაზე პრაქტიკულად არ არსებობდა, რაც საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით გაუმართლებლია და საერთაშორისო მოთხოვნების უგულებელყოფას წარმოადგენს“, - ნათქვამია ნანუაშვილის ანგარიშში.
სახალხო დამცველის სრული ანგარიში იხილეთ აქ
მასალის გამოყენების პირობები






