„სად იყავი დღეს, ქართულო კინო?“-ნანა მჭედლიძე კოლეგებმა არ გააცილეს (ფოტოკოლაჟი)
სოც.მედია - 14:23, 01 Apr, 2016     14087
უნიჭიერესი რეჟისორი ნანა მჭედლიძე 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. "პირველი მერცხალისა" და "იმერული ესკიზების" დამდგმელი რეჟისორი, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ამ ქვეყნიდან უხმაუროდ გააცილეს. გასაკვირია ისიც, რომ მის დაკრძალვაზე არც მის ფილმში მონაწილე და არც სხვა მსახიობები ყოფილან. როგორც ჩანს არც სხვა ცნობილ სახეებს შეუწუხებიათ თავი ხონში ჩასვლით. სამაგიეროდ მისი ფილმების ყურება ყველას დიდ სიამოვნებას ანიჭებს და ყოველ ჯერზე ერთხმად აღიარებენ რომ მართლაც უნიჭიერესი რეჟისორის გადაღებულია.

ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, რომელიც სწორედ დიდი რეჟისორის დაუმსახურებელ გაცილებას ეხება.

ეს-ესაა, ხონის მიწას მიაბარეს დიდი ქართველი ხელოვანი,საქართველოს სახალხო არტისტი, "პირველი მერცხლისა" და "იმერული ესკიზების" დამდგმელი რეჟისორი ნანა მჭედლიძე.
სიკვდილშიაც როგორი გენიალური აღმოჩნდა, როგორი მოკრძალებული და უპრეტენზიო! იწვა ხონის წმინდა გიორგის ტაძრის შუაგულში ეს პატარა დიდი ქალი და არც ჭირისუფალთა, არც გვირგვინთა სიმრავლით მოუჭრია თვალი ვინმესთვის, არც პატივგების განსაკუთრებული ფორმით. მის დაკრძალვაზე რომ ხალხი იყო (ძირითადად- ხონის ინტელიგენცია,ხელმძღვანელობა, ახალგაზრდობა, თითო-ორორა სტუმარი),ზოგჯერ იმაზე გაცილებით მეტიც კი მინახავს რომელიმე პატარა სოფელში გამართულ სამგლოვიარო ცერემონიალზე. ეს არ ჰგავდა მრავალმხრივ დამსახურებული ადამიანის გაცილებას უკანასკნელ გზაზე!
გაოცებული ვარ - არც ერთი "კინოვარსკვლავი", კულტურის სფეროს არც ერთი ცნობილი სახე არ გამოჩენილა, პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტარებს, მინისტრებს რომ თავი დავანებოთ! რესპუბლიკური არხებისათვის მომუშავე ქუთაისელმა ჟურნალისტებმა პარლამენტარ გია ჟორჟოლიანის მეტი ვერავინ მოძებნეს, რომ ჩაეწერათ, მხოლოდ ეს ადამიანი იყო ყველაზე ცნობილი სახე დღეს. და კიდევ - იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე.
ნანა მჭედლიძე რომ ჭეშმარიტად სახალხო მოღვაწე იყო, დღესაც გამოჩნდა. ხალხი გამოეთხოვა უდიდესი გულწრფელობით, ხალხმა გააცილა უკანასკნელ გზაზე, ხალხი იხსენებდა დღეს მისი ფილმებიდან ეპიზოდებს...
და სად იყავი დღეს, ქართულო კინო? სად იყავით, ნანა მჭედლიძის ფილმებში გადაღებულო მსახიობებო? სად იყავით, რეჟისორის კოლეგებო?“- წერს სოციალურ ქსელში ნანული ცხვედიანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42