მერიაში ევროკავშირის დახმარების ინსტრუმენტების, პროგრამებისა და პროცედურების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა
პოლიტიკა - 13:59, 01 Apr, 2016     944

თბილისის მერიაში ევროკავშირის დახმარების ინსტრუმენტების, პროგრამებისა და პროცედურების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის მერი დავით ნარმანია, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე. ასევე, მერიის საქალაქო სამსახურებისა და მინისტრის აპარატის წარმომადგენლები.

პრეზენტაცია მიზნად ისახავს მერიის თანამშრომლებისთვის აღნიშნული დახმარებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, ევროკავშირთან არსებული თანამშრომლობის გაღრმავებასა და მერიის თანამონაწილეობის გაზრდას ევროკავშირის პროგრამებსა და პროექტებში.

„მისასალმებელია, რომ თბილისის მერიისთვის გაკეთდა აღნიშნული პრეზენტაცია. ევროკავშირი ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო ინსტრუმენტებს გვთავაზობს. მათ კიდევ უფრო აქტიურად გამოვიყენებთ მომავალში, ვინაიდან გვეცოდინება ყველა ის ინსტრუმენტი და ბერკეტი, რითიც შევძლებთ დამატებითი მხარდაჭერა მივიღოთ ევროკავშირისგან. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ცალკეულ ევროპულ საფინანსო ინსტიტუტებთან. აღნიშნული პრეზენტაცია დაგვეხმარება კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელოთ მუშაობა და მათგან მეტი მხარდაჭერა მივიღოთ იმ რეფორმების პროცესში, რასაც ვახორციელებთ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მუნიციპალური მომსახურების მიწოდების სფეროებში“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

პრეზენტაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით გაიმართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42